მარიკა გოგოლაძე მედიატორთა ასოციაციის პრეზენტაციას დაესწრო

ნოტარიუსთა პალატის გამგეობის თავმჯდომარე მარიკა გოგოლაძე მედიატორთა ასოციაციის პრეზენტაციას დაესწრო. ღონისძიებაში მონაწილეობდნენ აღმასრულებელი, საკანონმდებლო და სასამართლო ხელისუფლების წარმომადგენლები, ბიზნესომბუდსმენი, ევროკავშირის ელჩი საქართველოში კარლ ჰარცელი, გაერო-ს განვითარების პროგრამის (UNDP) მუდმივმოქმედი წარმომადგენელი საქართველოში ლუიზა ვინტონი, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წარმომადგენლები და სხვა მოწვეული პირები.

პრეზენტაცია იუსტიციის მინისტრის პირველმა მოადგილემ მიხეილ სარჯველაძემ გახსნა. მან მედიატორთა ასოციაციის დაფუძნების მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მედიაციის შესახებ კანონის ეფექტურად აღსრულებისათვის მედიატორთა ასოციაცია მნიშვნელოვანი რგოლია. „საქართველოს მედიატორთა ასოციაციის“ თავმჯდომარე ირაკლი ყანდაშვილმა ასოციაციის სტრატეგიულ ხედვასა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა. მედიატორთა თვითრეგულირება; მედიატორთა კვალიფიკაციისა და პროფესიული ეთიკის ერთიანი სტანდარტების დამკვიდრება; ქვეყანაში როგორც სასამართლო, ისე კერძო მედიაციის განვითარებისთვის საჭირო მოქმედებების განხორციელება.

მედიაცია სამოქალაქო დავების გადაწყვეტის ალტერნატიული გზაა, რომელიც საშუალებას იძლევა, მოქალაქეებმა სწრაფად და მცირე ფინანსური დანახარჯით აღიდგინონ დარღვეული უფლებები. მისი დანერგვა ხელს უწყობს სასამართლოს განტვირთვას განსახილველი დავებისაგან და სწრაფი და ეფექტიანი მართლმსაჯულების განხორციელებას. მედიაციის შესახებ კანონის ავტორი იუსტიციის სამინისტროა და ის 2020 წლის  1-ლი იანვრიდან ამოქმედდა.

 

 

 


მომხმარებლებისათვის

გამოკითხვა

ყველა გამოკითხვა დასრულებულია

ნოტარიუსთა პალატის
ცხელი ხაზი
2 206 776

იუსტიციის სამინისტროს
გენერალური ინსპექციის
ცხელი ხაზი
2 405 599

ნოემბერი
560
 
სოლიდარობის ფონდში