იუსტიციის სასწავლო ცენტრში ნოტარიუსთა საკვალიფიკაციო გამოცდის პირველი ეტაპი დასრულდა

იუსტიციის სასწავლო ცენტრში ნოტარიუსთა საკვალიფიკაციო გამოცდის პირველი ეტაპი დასრულდა.

ნოტარიუსთა საკვალიფიკაციო გამოცდის ჩაბარების სურვილი 88 პირმა გამოთქვა. გამოცდის პირველი ეტაპი ზოგად უნარებში ჩატარდა და მინიმალური კომპეტენციის ზღვარი 72-მა მონაწილემ გადალახა.

გამოცდის მეორე ეტაპი პროფესიული ტესტის ჩაბარებაა, რომელიც 18 დეკემბრამდე ჩაინიშნება. ინფორმაცია მეორე ეტაპის თარიღის შესახებ კონკურსანტებს გამოცდის ჩანიშვნამდე 2 სამუშაო დღით ადრე ეცნობებათ.

პროფესიული ეტაპის წარმატებით გავლის შემთხვევაში მონაწილეებს სერტიფიკატები გადაეცემათ.

ნოტარიუსთა საკვალიფიკაციო გამოცდის ჩაბარების მსურველთა საბუთების მიღება იუსტიციის სასწავლო ცენტრში 2019 წლის 29 ნოემბრის ჩათვლით მიმდინარეობდა.



მომხმარებლებისათვის

გამოკითხვა

ყველა გამოკითხვა დასრულებულია

ნოტარიუსთა პალატის
ცხელი ხაზი
2 206 776

იუსტიციის სამინისტროს
გენერალური ინსპექციის
ცხელი ხაზი
2 405 599

ნოემბერი
560
 
სოლიდარობის ფონდში