ნოტარიუსთა საკვალიფიკაციო გამოცდა დაინიშნა

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2019 წლის 30 ოქტომბრის  №446 ბრძანებით,  ნოტარიუსთა საკვალიფიკაციო გამოცდა დაინიშნა. გამოცდა იუსტიციის სასწავლო ცენტრში 4-დან 18 დეკემბრამდე ორ ეტაპად ჩატარდება.

I ეტაპი -  ზოგადი უნარ-ჩვევები, დეკემბერი, 2019 . 

II ეტაპი - პროფესიული ტესტი, გამოცდა ჩაინიშნება 2019 წლის 18 დეკემბრამდე (ინფორმაცია მეორე ეტაპის თარიღის შესახებ კონკურსანტებს ეცნობებათ გამოცდის ჩანიშვნამდე არაუგვიანეს 2 სამუშაო დღით ადრე).

გამოცდის ჩაბარების მსურველებმა ელექტრონულად უნდა წარმოადგინონ შემდეგი საბუთები:

  • უმაღლესი იურიდიული განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის – დიპლომის ასლი;
  • CV;
  • პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
  • ფერადი ფოტოსურათი 3/4-ზე;
  • გამოცდაში მონაწილეობისათვის კანონით დადგენილი საფასურის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი 150 ლარის ოდენობით(იხ. საბანკო რეკვიზიტები) 

საბუთების მიღება წარმოებს 2019 წლის 29 ნოემბრის ჩათვლით შემდეგ 
ელექტრონულ მისამართზე:
trainingcenter@tcj.gov.ge

საკონტაქტო პირები:

ქეთევან ზვიადაძე kzviadadze@tcj.gov.ge 294 22 65

მეგი ოდიშელიძე modishelidze@tcj.gov.ge 238 22 59

 

იხილეთ საკვალიფიკაციო გამოცდასთან დაკავშირებული სამართლებრივი აქტები:

„ნოტარიუსთა საკვალიფიკაციო გამოცდის დანიშვნის შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2019 წლის 30 ოქტომბერი №446 ბრძანება;

“ნოტარიუსთა საკვალიფიკაციო გამოცდის ჩატარების წესის, საკვალიფიკაციო საგამოცდო კომისიის დებულებისა და ნოტარიუსთა საკვალიფიკაციო საგამოცდო პროგრამის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 31 მარტის №68 ბრძანება.

 # პირმა, რომელსაც აკრედიტებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ან ახალდაფუძნებული ლიცენზირებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ მინიჭებული აქვს ბაკალავრის, დიპლომირებული სპეციალისტის ან მაგისტრის უმაღლესი აკადემიური ხარისხი სამართალმცოდნეობის სპეციალობაში წარმოადგინოს დიპლომის დანართი, საიდანაც ირკვევა, რომ მას ჩაბარებული აქვს შემდეგი საგნები: სამართლის თეორია; საკონსტიტუციო სამართალი; სამოქალაქო სამართალი; სამოქალაქო სამართლის პროცესი; ადმინისტრაციული სამართალი და პროცესი; სამეწარმეო სამართალი;

 

 


მომხმარებლებისათვის

გამოკითხვა

ყველა გამოკითხვა დასრულებულია

ნოტარიუსთა პალატის
ცხელი ხაზი
2 206 776

იუსტიციის სამინისტროს
გენერალური ინსპექციის
ცხელი ხაზი
2 405 599

ნოემბერი
560
 
სოლიდარობის ფონდში