შეხვედრა ახალდანიშნულ ნოტარიუსებთან
ნოტარიუსთა პალატის გამგეობის თავმჯდომარე მარიკა გოგოლაძე, თავმჯდომარის მოადგილე თინათინ დევდარიანი და პალატის აღმასრულებელი დირექტორი თეა აბრამიძე იმ ნოტარიუსებს შეხვდნენ, რომლებიც იუსტიციის მინისტრის ბრძანებით ინიშნებიან მესტიაში, ბორჯომში, ქარელსა და ხაშურში. საკანონმდებლო ცვლილებების თანახმად, ახლად დანიშნული ნოტარიუსი პირველი სამი წლის განმავლობაში სანოტარო საქმიანობას მაღალმთიანი დასახლების სტატუსის მქონე რეგიონში ან ისეთ დასახლებაში ასრულებს, სადაც სანოტარო მომსახურება სათანადოდ ხელმისაწვდომი არ არის. 2015 წლიდან, იუსტიციის მინისტრის ინიციატივით სანოტარო ბიუროები მაღალმთიანი და რაიონული ცენტრებისგან დაშორებულ ადგილებში გაჩნდა, სადაც არასოდეს, ან დიდი ხნის მანძილზე არ ყოფილა ნოტარიუსი. რეფორმის ფარგლებში, საქართველოს 20-მდე რაიონში - ქარელი, ოზურგეთი, თერჯოლა, წყალტუბო, თიანეთი, მესტია, დაბა ლენტეხი, ვანი, ბაკურიანი, ცაგერი, ონი, დუშეთი, ახმეტა, ასპინძა, ადიგენი, დაბა ქედა, ამბროლაური - დაინიშნა ნოტარიუსი და აქ მცხოვრები მოქალაქეებისათვის სანოტარო მომსახურება საკუთარ სოფლებსა და დაბებშივე გახდა ხელმისაწვდომი. ნოტარიუსთა პალატის თავმჯდომარემ შეხვედრაზე აღნიშნა, რომ ნოტარიუსის თანამდებობის დაკავება დიდ პასუხისმგებლობასთან არის დაკავშირებული. მომავალ ნოტარიუსებს თავმჯდომარის მოადგილემ თინათინ დევდარიანმაც მიმართა და მათ ლათინური ნოტარიატის შესახებ ესაუბრა. მნიშვნელოვანია, რომ ნოტარიუსთა პალატა მატერიალურ დახმარებას უწვეს მაღალმთიანი რეგიონების ნოტარიუსებს - ეხმარება მათ ბიუროსათვის ფართის დაქირავებაში, უზრუნველჰყოფს ტექნიკით და ფინანსურ დახმარებასაც უწევს მათ.სასარგებლო ბმულები
მომხმარებლებისათვის
გამოკითხვა
ყველა გამოკითხვა დასრულებულია
ნოტარიუსთა პალატის
ცხელი ხაზი
2 206 776
იუსტიციის სამინისტროს
გენერალური ინსპექციის
ცხელი ხაზი
2 405 599
ნოემბერი
560