ნოტარიუსთა პალატის დელეგაციამ ნოტარიატთა რიგგარეშე საერთო კრებაში მიიღო მონაწილეობა

მადრიდში გამართულ ნოტარიატთა რიგგარეშე საერთო კრებას საქართველოს ნოტარიუსთა პალატის დელეგაცია დაესწრო. კრების მთავარ განსახილვევლ საკითხს კავშირის სამართლებრივი მდგომარეობის შესწავლა წარმოადგენდა.

ნოტარიუსთა საერთშორისო კავშირის საერთო კრებას საქართველოს ნოტარიუსთა პალატიდან ესწრებოდნენ გამგეობის თავმჯდომარე მარიკა გოგოლაძე, მოადგილე თინათინ დევდარიანი, გამგეობის წევრი მერაბ ფარჯიკია და ნოტარიუსთა საერთაშორისო კავშირის გენერალური საბჭოს წევრი  დავით ოყროშიძე.

საერთო კრებაზე წარმოდგენილ იქნა წესდებაში მისაღები ცვლილების პროექტი.  პროექტის შესაბამისად  ხაზი გაესვა ორგანიზაციის საერთაშორისო სტატუსს, ვინაიდან  ნოტარიუსთა საერთაშორისო კავშირი აქტიურად თანამშრომლობს ისეთ ორგანიზაციებთან როგორიცაა გაერო, იუნესკო, მსოფლიო ბანკი და ა.შ. 

საქართველოს ნოტარიუსთა პალატის თავმჯდომარემ მონაწილეობა მიიღო წესდების ცვლილების მიღებისათვის გამართულ ხმის მიცემის პროცედურაში.

კრებაზე არჩევნების გზით მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, ხმათა უმრავლესობით გადაწყდა წარმოდგენილი პროექტის სახით წესდებაში ცვლილების შეტანა.


მომხმარებლებისათვის

გამოკითხვა

ყველა გამოკითხვა დასრულებულია

ნოტარიუსთა პალატის
ცხელი ხაზი
2 206 776

იუსტიციის სამინისტროს
გენერალური ინსპექციის
ცხელი ხაზი
2 405 599

ნოემბერი
560
 
სოლიდარობის ფონდში