შეხვედრა ახლად დანიშნულ ნოტარიუსებთან

ნოტარიუსთა პალატის თავმჯდომარე მარიკა გოგოლაძე და თავმჯდომარის მოადგილე თინათინ დევდარიანი  ახლად დანიშნულ ნოტარიუსებს შეხვდნენ და თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცეს. ნოტარიუსთა პალატის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ ნოტარიუსის თანამდებობის დაკავება დიდ პასუხისმგებლობასთან არის დაკავშირებული.

მარიკა გოგოლაძემ ნოტარიუსებს  პერსონალური კომპიუტერები გადასცა, ესაუბრა სანოტარო სერვისების თაობაზე და ნოტარიატში დაგეგმილი სიახლეები გააცნო.

საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით დუშეთში, დედოფლისწყაროში, დაბა თიანეთსა და ქალაქ ონში 4 ნოტარიუსი დაინიშნა. სანოტარო მომსახურება საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტში ხელმისაწვდომია.

 

2013 წლიდან ნოტარიუსები დაინიშნენ იმ მუნიციპალიტეტებსა და დასახლებებში, სადაც ან არასდროს ყოფილა ნოტარიუსი, ან დიდი ხნის მანძილზე არ იყო სანოტარო ბიუროები. საკანონმდებლო ცვლილებების თანახმად, ახლად დანიშნული ნოტარიუსი პირველი სამი წლის განმავლობაში სანოტარო საქმიანობას მაღალმთიანი დასახლების სტატუსის მქონე რეგიონში ან ისეთ დასახლებაში ასრულებენ, სადაც სანოტარო მომსახურება სათანადოდ ხელმისაწვდომი არ არის.

ნოტარიუსთა პალატა ნოტარიუსებს, რომლებიც ასეთ რაიონებში საქმიანობენ, მატერიალურ დახმარებასაც უწევს.

 

 

 


მომხმარებლებისათვის

გამოკითხვა

ყველა გამოკითხვა დასრულებულია

ნოტარიუსთა პალატის
ცხელი ხაზი
2 206 776

იუსტიციის სამინისტროს
გენერალური ინსპექციის
ცხელი ხაზი
2 405 599

ნოემბერი
560
 
სოლიდარობის ფონდში