იუსტიციის მინისტრის პირველმა მოადგილემ მიხეილ სარჯველაძემ და ნოტარიუსთა პალატის თავმჯდომარემ მარიკა გოგოლაძემ ნოტარიუსებს პროფესიული დღე მიულოცეს.

იუსტიციის მინისტრის პირველმა მოადგილემ და ნოტარიუსთა პალატის გამგეობის თავმჯდომარემ ნოტარიუსებს პროფესიული დღე მიულოცეს. ღონისძიება მინისტრის პირველმა მოადგილემ გახსნა. მიხეილ სარჯველაძემ თავის სიტყვაში ნოტარიუსების საქმიანობის მნიშვნელობაზე ისაუბრა და ხანგრძლივი სტაჟის მქონე კოლეგები დააჯილდოვა. სიგელები და საჩუქრები იმ ნოტარიუსებს გადაეცათ, რომლებსაც პროფესიული საქმიანობის 30-წლიანი სტაჟი შეუსრულდათ.
მიხეილ სარჯველაძემ განსაკუთრებული ყურადღება დაუთმო სანოტარო მედიაციის სერვისს და მის მნიშვნელობას მიწის რეგისტრაციის პროექტის ფარგლებში. მისი თქმით, პროგრამაში სანოტარო მედიაციის ჩართულობამ შესაძლებლობა მისცა მოქალაქეებს, უპრობლემოდ და სასამართლო დავის გარეშე მოეგვარებინათ საკუთრებასთან დაკავშირებული სადაო საკითხები და, რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია, ნოტარიუსებმა ეს მომსახურება სრულიად უსასყიდლოდ გაუწიეს მათ. მიხეილ სარჯველაძემ განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა იმ ნოტარიუსებს, რომლებმაც წარმართეს და წარმატებით დაასრულეს ყველაზე მეტი მედიაციის პროცესი. მედიატორი ნოტარიუსები მიხეილ სარჯველაძემ სიგელებით დააჯილდოვა.
მიწის რეგისტრაციის რეფორმის ფარგლებში სანოტარო მედიაციის შემოტანა იუსტიციის მინისტრის ინიციატივთ მოხდა. თეა წულუკიანის გადაწყვეტილებით, სადაო მიწის ნაკვეთების შემთხვევაში, მოქალაქეებს ენიშნებოდათ უფასო სანოტარო მედიაცია, რომლის ფარგლებშიც ნოტარიუსები მოდავე მხარეებს შეთანხმების მიღწევაში ეხმარებოდნენ. რეფორმის ფარგლებში წარმატებულად მედიაციის 653,032 პროცესი დასრულდა, რაც გულისხმობს იმას, რომ სანოტარო მედიაციის კუთხით, მხარეებმა შეთანხმებას მიაღწიეს სასამართლო განხილვის, დროისა და ფინანსური რესურსების ხარჯვის გარეშე.
ნოტარიუსებს პროფესიული დღესასწაული ნოტარიუსთა პალატის გამგეობის თავმჯდომარემაც მიულოცა. მარიკა გოგოლაძემ მადლობა გადაუხადა თითოეულ ნოტარიუსს და ნოტარიუსთა პალატის თითოეულ თანამშრომელს, რომლებსაც საკუთარი წვლილი შეაქვთ ქართული ნოტარიატის განვითარებაში. როგორც მარიკა გოგოლაძემ აღნიშნა, უწყების პრიორიტეტულ მიმართულებებად კვლავ რჩება: სანოტარო სერვისების გამარტივება; სერვისების ხელმისაწვდომობის გაზრდა, საბანკო სექტორთან თანამშრომლობა; ნოტარიუსთა პროფესიული განვითარება; საერთაშორისო თანამშრომლობის გაძლიერება; თანამშრომლობა სტუდენტურ წრეებთან.
პროფესიული დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება ნოტარიუსთა პალატის ადმინისტრაციულ ოფისში მოეწყო.

 


 


მომხმარებლებისათვის

გამოკითხვა

ყველა გამოკითხვა დასრულებულია

ნოტარიუსთა პალატის
ცხელი ხაზი
2 206 776

იუსტიციის სამინისტროს
გენერალური ინსპექციის
ცხელი ხაზი
2 405 599

ნოემბერი
560
 
სოლიდარობის ფონდში