ნოტარიუსთა პალატის გამგეობის წევრების შეხვედრა სტუდენტებთან

ნოტარიუსთა პალატის გამგეობის თავმჯდომარის მოადგილემ თინათინ დევდარიანმა და გამგეობის წევრმა მეგი მაღალდაძემ კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის იურდიული ფაკულტეტის სტუდენტებთან პროფესია ნოტარიუსის შესახებ ისაუბრეს.

3 მაისს საქართველოს ნოტარიუსთა პალატა პროფესიულ დღეს აღნიშნავს. სტუდენტებთან შეხვედრა უნივერსიტეტის ხელმძღვანელობის ინიციატივით ნოტარიუსთა პალატის ადმინისტრაციულ ოფისში სწორედ ამ დღესთან დაკავშირებით მოეწყო.   

გამგეობის წევრებმა იურდიული ფაკულტეტის სტუდენტებთან ნოტარიატის ისტორიაზე, მისი განვითარების ეტაპებსა და ნოტარიუსის პროფესიისადმი წვდომის საკითხებზე ისაუბრეს. შეხვედრის დასრულების შემდგომ თინათინ დევდარიანმა და მეგი მაღალდაძემ სტუდენტების მიერ დასმულ კითხვებს უპასუხეს.  

ნოტარიუსთა პალატის წარმომადგენლების სტუდენტურ წრეებთან თანამშრომლობის მიზანი სტუდენტებისთვის სანოტარო საქმიანობის უკეთ გაცნობაა, რაც მომავალ იურისტებს მათი პროფესიული არჩევანის გაკეთებაში დაეხმარება.


მომხმარებლებისათვის

გამოკითხვა

ყველა გამოკითხვა დასრულებულია

ნოტარიუსთა პალატის
ცხელი ხაზი
2 206 776

იუსტიციის სამინისტროს
გენერალური ინსპექციის
ცხელი ხაზი
2 405 599

ნოემბერი
560
 
სოლიდარობის ფონდში