ნოტარიუსთა პალატამ აღდგომის დღესასწაული ,,მომავლის გზის“ აღსაზრდელებს მიულოცა

აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით ნოტარიუსთა პალატის გამგეობის თავმჯდომარემ მარიკა გოგოლაძემ ,,მომავლის გზის“ დღის ცენტრის აღსაზრდელებს საკვები პროდუქტები, ტკბილეული და სააღდგომო ნობათი გადასცა.

აღსანიშნავია, რომ დღის ცენტრის ხელმძღვანელობამ აღსაზრდელებისთვის ცალკე ბიბლიოთეკა გააკეთა, სადაც ბავშვები შეძლებენ გაეცნონ ლიტერატურას. ამ სიახლესთან დაკავშირებით საქველმოქმედო ფონდის ,,მომავლის გზის“ ბიბლიოთეკას ნოტარიუსთა პალატამ საჩუქრად კომპიუტერები გადასცა.

,,საქართველოს ნოტარიუსთა პალატას ,,მომავლის გზასთან“ დიდი ხნის მეგობრობა აკავშირებს და მომავლის გზის ბავშვებს ყოველ დღესასწაულზე სტუმრობს. მინდა მადლობა გადავუხადო ქალბატონ მარიკა გოგოლაძეს და ნოტარიუსთა პალატას ფონდის ,,მომავლის გზის“ სახელით ბავშვების გახარებისთვის და მხარდაჭერისთვის,“ - აღნიშნა ფონდის დამფუძნებელმა დავით კინწურაშვილმა.

საქველმოქმედო ღონისძიებებში ნოტარიუსთა პალატა სისტემატურად მონაწილეობს, უწყება ,,სოლიდარობის ფონდის“ მუდმივი შემწირველია.


მომხმარებლებისათვის

გამოკითხვა

ყველა გამოკითხვა დასრულებულია

ნოტარიუსთა პალატის
ცხელი ხაზი
2 206 776

იუსტიციის სამინისტროს
გენერალური ინსპექციის
ცხელი ხაზი
2 405 599

ოქტომბერი
560
 
სოლიდარობის ფონდში