საკონსულო თანამდებობის პირებს ტრენინგი ჩაუტარდათ

ნოტარიუსთა პალატის გამგეობის თავმჯდომარემ მარიკა გოგოლაძემ საკონსულო თანამდებობის პირებს ტრენინგი ჩაუტარა. სწავლების თემა სანოტარო მოქმედებების შესრულების წესი იყო, რომელთა შესრულება დიპლომატიური წარმომადგენლობებისა და საკონსულო დაწესებულებების თანამდებობის პირებს საზღვარგარეთ საკონსულოებში მუშაობის დროს უწევთ. ,,ჩვენი საკონსულო დაწესებულებების წარმომადგენლებს ხშირად უწევთ ცალკეული სანოტარო სერვისების მიწოდება საზღვარგარეთ მცხოვრები ჩვენი თანამოქალაქეებისათვის. ამდენად, სანოტარო საქმიანობის შესახებ მათ სრული და დროული ინფორმირება ძალიან მნიშვნელოვანია იმისათვის, რომ ჩვენმა მოქალაქეებმა საქართველოს საზღვრებს გარეთაც შეძლონ ხარიხსიანი, სწრაფი და კომფორტული მომსახურების მიღება. ნოტარიუსთა პალატის მთავარი პრიორიტეტი სანოტარო სერვისების ხელმისაწვდომობაა, რასაც სხვადასხვა მიმართულება აქვს. მათ შორის - ბიუროების გახსნა მაღალმთიან სოფლებში და იქ, სადაც მანამდე არასდროს ყოლიათ ნოტარიუსი, შეხვედრები და ერთობლივი სემინარები საბანკო სექტორთან, რომელზედაც ბანკში წარსადგენი დოკუმენტაციის სანოტარო წესით დამოწმების პროცედურების შესახებ ვმსჯელობთ, რამაც ჩვენი მოქალაქეებისათვის სერვისის მეტი კომფორტულობა უნდა უზრუნველყოს, დღევანდელი შეხვედრის მიზანი კი უცხოეთში მცხოვრები ჩვენი თანამოქალაქეებისათვის სანოტარო სერვისების მიღების პროცესის გამარტივებაა, - განაცხადა მარიკა გოგოლაძემ.

ნოტარიუსთა პალატის წარმომადგენლებისა და საკონსულო თანამდებობის პირების შეხვედრები პერიოდულად იმართება. გასულ შეხვედრაზე პალატის გამგეობის თავმჯდომარემ და პალატის აღმასრულებელმა დირექტორმა დიპლომატიურ წარმომადგენლებებთან ერთად პრაქტიკული საკითხები განიხილეს, დღევანდელი შეხვედრა სანოტარო სერვისების მიწოდების თეორიულ საკითხებს დაეთმო.

 

 


მომხმარებლებისათვის

გამოკითხვა

ყველა გამოკითხვა დასრულებულია

ნოტარიუსთა პალატის
ცხელი ხაზი
2 206 776

იუსტიციის სამინისტროს
გენერალური ინსპექციის
ცხელი ხაზი
2 405 599

ოქტომბერი
560
 
სოლიდარობის ფონდში