პროექტი ,,პროფესია ნოტარიუსი” გრძელდება

ნოტარიუსთა პალატის პროექტი „პროფესია ნოტარიუსი“ გრძელდება. პალატის გამგეობის თავმჯდომარე მარიკა გოგოლაძე ამჯერად ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურდიული ფაკულტეტის სტუდენტებს შეხვდა.

მარიკა გოგოლაძე სტუდენტებს ნოტარიატის ისტორიაზე, მის განვითარების ეტაპებსა და ნოტარიუსის პროფესიისადმი წვდომის საკითხებზე ესაუბრა. ლექციის დასრულების შემდგომ ნოტარიუსთა პალატის თავმჯდომარემ სტუდენტების შეკითხვებს უპასუხა და პროექტში ,,პროფესია ნოტარიუსი“ მონაწილეობისთვის სერთიფიკატები გადასცა.

სტუდენტურ წრეებთან თანამშრომლობის მიზანი სტუდენტებისთვის სანოტარო საქმიანობის უკეთ გაცნობაა, რაც მომავალ იურისტებს მათი პროფესიული არჩევანის გაკეთებაში დაეხმარება. ნოტარიატის სისტემას კი საშუალებას მისცემს, მოიზიდოს ახალგაზრდა და მოტივირებული კადრები.

სტუდენტური პროექტების ინიცირება ნოტარიუსთა პალატის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. პალატის წარმომადგენლები ხშირად მართავენ საჯარო ლექციებს და აწყობენ შეხვედრებს სტუდენტებთან, ეწევიან პედაგოგიურ საქმიანობას.

 


მომხმარებლებისათვის

გამოკითხვა

ყველა გამოკითხვა დასრულებულია

ნოტარიუსთა პალატის
ცხელი ხაზი
2 206 776

იუსტიციის სამინისტროს
გენერალური ინსპექციის
ცხელი ხაზი
2 405 599

ოქტომბერი
560
 
სოლიდარობის ფონდში