ახალდანიშნულ ნოტარიუსებმა სანოტარო მედიაციაში ტრენინგი გაიარეს
ახალდანიშნულ ნოტარიუსებს სანოტარო მედიაციაში ტრენინგი ჩაუტარდათ.
სანოტარო მედიაცია დავის მოგვარების ალტერნატიული, გამარტივებული ფორმაა. დავა წყდება სასამართლო განხილვის გარეშე, მხოლოდ ნოტარიუსის დახმარებით.
სემინარები ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტში ჩატარდა. სემინარის გავლის შედეგად ახალდანიშნულ ნოტარიუსებს მედიატორი ნოტარიუსის სერტიფიკატები გადაეცემათ. სერტიფიკატების მიღების შემდგომ ნოტარიუსების მონაცემები განთავსდება ნოტარიუსთა პალატის ვებგვერდზე, მედიატორი ნოტარიუსების ელექტრონულ რეესტრში.
აღნიშნული სანოტარო სერვისი საქართველოში 2012 წლიდან დაინერგა. ნოტარიუსი მედიატორის ფუნქციას ასრულებს სამემკვიდრეო, საოჯახო, სამეზობლო და სხვა ქონებრივი თუ არაქონებრივი ხასიათის სამოქალაქო დავებზე. დავის მოგვარების შემდგომ, ნოტარიუსი ადგენს სანოტარო წესით დამოწმებულ დოკუმენტს, მორიგების აქტს, რომლითაც განსაზღვრულია თითოეული მხარის ვალდებულებანი. მოდავე მხარეები, ნოტარიუსის დახმარებით, დავის მოგვარებას მარტივად და მათთვის კომფორტულ გარემოში ახერხებენ.
სასარგებლო ბმულები
მომხმარებლებისათვის
გამოკითხვა
ნოტარიუსთა პალატის
ცხელი ხაზი
2 206 776
იუსტიციის სამინისტროს
გენერალური ინსპექციის
ცხელი ხაზი
2 405 599