დისტანციური სანოტარო აქტების დამოწმების სისტემით ნოტარიუსთა საერთაშორისო კავშირი დაინტერესდა

საქართველოს სანოტარო სისტემაში დისტანციური აქტების დამოწმებით ნოტარიუსთა საერთაშორისო კავშირი დაინტერესდა. ნოტარიუსთა პალატის გამგეობის თავმჯდომარე ავსტრიაში ნოტარიუსთა საერთაშორისო კავშირის ევროპის საქმეთა კომისიის (СAE) პლენარულ სხდომაზე სპეციალურ სპიკერად მიიწვიეს. მარიკა გოგოლაძის მიწვევის მიზანი დისტანციური სანოტარო აქტების შესახებ ინფორმაციის მიღება და ქართული ნოტარიატის გამოცდილების გაზიარება იყო. ეს პირველი შემთხვევა, როდესაც ნოტარიუსთა პალატის თავმჯდომარე სხდომაზე სპიკერად სპეციალური მიწვევით იმყოფებოდა. დელეგაციის შემადგენლობაში იყვნენ აგრეთვე ევროპის საქმეთა კომისიის წევრი მეგი მაღალდაძე და გენერალური საბჭოს წევრი დავით ოყროშიძე.
საქართველოს დელეგაციამ ევროპელ კოლეგებს დისტანციური სანოტარო აქტის დამოწმების პროცედურის სიმულაციური ნიმუში და პრეზენტაცია წარუდგინა. მარიკა გოგოლაძემ ევროპელ კოლეგებს დისტანციური აქტების სისტემის შესახებ საკუთარი გამოცდილებები გაუზიარა და თავის სიტყვაში დეტალურად ისაუბრა დისტანციურ სანოტარო აქტებზე (ელექტრონული კომუნიკაციის საშუალებით შესრულებულ მინდობილობებზე, განცხადებებზე, პარტნიორთა კრების ოქმებზე, გარიგებებზე), ერთი ფანჯრის პრინციპსა და ზოგადად, ელექტრონული მმართველობის შესახებ ქართულ ნოტარიატში.
ნოტარიუსთა საერთაშორისო კავშირის ევროპის საქმეთა კომისიის (СAE) პლენარული სხდომა ავსტრიაში, ქალაქ ვენაში გაიმართა. მისი ძირითადი თემა სამეწარმეო სამართალში, ციფრული ინსტრუმენტების გამოყენება და სამართლებრივი აქტების დისტანციურად დამოწმება იყო. მაღალი დონის საერთაშორისო ღონისძიებას ავსტრიის ნოტარიუსთა პალატის პრეზიდენტმა ლუდვიგ ბიტნერმა და ევროპის საქმეთა კომისიის პრეზიდენტმა ფრანკო სალერნო კარდილიომ უმასპინძლეს. სემინარში საქართველოს, ესტონეთის, ავსტრიისა და საფრანგეთის დელეგაციებმა მიიღეს მონაწილეობა.

 

 

 


მომხმარებლებისათვის

გამოკითხვა

ყველა გამოკითხვა დასრულებულია

ნოტარიუსთა პალატის
ცხელი ხაზი
2 206 776

იუსტიციის სამინისტროს
გენერალური ინსპექციის
ცხელი ხაზი
2 405 599

ნოემბერი
560
 
სოლიდარობის ფონდში