ეროვნულ არქივში წიგნის ,,სანოტარო სამართალი" პრეზენტაცია გაიმართა

საქართველოს ეროვნული არქივის საგამოფენო პავილიონში ,,სანოტარო სამართლის“ წიგნის პრეზენტაცია გაიმართა. „სანოტარო სამართალი“ რიგით მეორე წიგნია, რომელიც ნოტარიუსთა პალატის გამგეობის თავმჯდომარის მარიკა გოგოლაძის და ადვოკატ გიორგი მარიამიძის ავტორობით გამოიცა. წიგნი განკუთვნილია როგორც პრაქტიკოსი ნოტარიუსებისთვის, ადვოკატებისთვის, მოსამართლეებისა და სტუდენტებისთვის, ასევე ყველა დაინტერესებული პირისთვის, ვისაც სანოტარო მომსახურების საკითხები აინტერესებს.

„სანოტარო სამართლის“ გამოსვლა წიგნის ავტორებს და სანოტარო საკითხებით დაინტერესებულ აუდიტორიას იუსტიციის მინისტრის პირველმა მოადგილემ მიხეილ სარჯველაძემ მიულოცა.

,,სანოტარო სამართლის“ პირველი წიგნი 2016 წელს გამოიცა და მას საკმაოდ მოკლე პერიოდში დადებითი გამოხმაურება მოჰყვა. მეორე გამოცემაში დეტალურად არის განხილული ზოგადად ნოტარიუსთან და სავალდებულო პროფესიულ დაზღვევასთან დაკავშირებული ყველა მნიშვნელოვანი საკითხის სამართლებრივი განმარტება. ,,ვფიქრობ, სანოტარო სამართლის ეს გამოცემა მკითხველისგან დადებით შეფასებას მიიღებს, ვინაიდან ამ სფეროში შესაბამისი ლიტერატურა არც თუ ისე მრავლადაა. ვიმედოვნებ, რომ წიგნი პრაქტიკულად გამოსადეგი იქნება ყველა დაინტერესებული პირისთვის. სამომავლოდ კი დაგეგმილია ,,სანოტარო სამართლის“ წიგნის მესამე ნაწილის გამოცემაც“, - აღნიშნა ქალბატონმა მარიკა გოგოლაძემ.

პრეზენტაციაზე სიტყვით გამოვიდნენ კერძო უმაღლესი ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი ზაზა მარუაშვილი, პროფესორი, სამართლის დოქტორი რომან შენგელია, სამართლის სკოლის დოქტორანტი ირაკლი შამათავა. ღონისძიებას ესწრებოდნენ ასევე ნოტარიუსთა პალატის გამგეობის წევრები, ნოტარიუსები, მოსამართლეები, ადვოკატები და უმაღლესი სასწავლებლების წარმომადგენლები. ღონისძიების ბოლოს „სანოტარო სამართალი“ დამსწრე საზოგადოებას საჩუქრად გადაეცა.

 


მომხმარებლებისათვის

გამოკითხვა

ყველა გამოკითხვა დასრულებულია

ნოტარიუსთა პალატის
ცხელი ხაზი
2 206 776

იუსტიციის სამინისტროს
გენერალური ინსპექციის
ცხელი ხაზი
2 405 599

ნოემბერი
560
 
სოლიდარობის ფონდში