მარიკა გოგოლაძემ საერთაშორისო კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა
საქართველოს ნოტარიუსთა პალატის დელეგაციამ მარიკა გოგოლაძის ხელმძღვანელობით მონაწილეობა მიიღო უნგრეთში, ქ. ბუდაპეშტში გამართულ საერთაშორისო კონფერენციაში. კონფერენცია გაიმართა ნოტარიუსთა საერთაშორისო კავშირის საერთო სამართლისა და კონტინენტური სამართლის სამუშაო ჯგუფის მიერ.
მესამე საერთაშორისო კონფერენციის თემა იყო ,,საოჯახო საკუთრების რეჟიმები ევროკავშირის 2016/1103/1104 რეგულაციებთან მიმართებაში“.
მარიკა გოგოლაძემ შეხვედრები გამართა უნგრეთის ნოტარიუსთა პალატის ვიცე პრეზიდენტთან, ასევე ავსტრიელ, ბერძენ, ბელორუს კოლეგებთან. შეხვედრებზე ნოტარიატთან დაკავშირებული პრობლემატური და საკვანძო საკითხები განიხილეს.
მსგავსი სახის კონფერენციები საერთაშორისო კავშირის ეგიდით საერთო და კონტინენტურ სამართლებს შორის ბალანსის დაცვისა და გამოცდილების გაზიარების კუთხით ეტაპობრივად იმართება.
სასარგებლო ბმულები
მომხმარებლებისათვის
გამოკითხვა
ნოტარიუსთა პალატის
ცხელი ხაზი
2 206 776
იუსტიციის სამინისტროს
გენერალური ინსპექციის
ცხელი ხაზი
2 405 599