ნოტარიუსთა პალატამ UINL-ის წევრი ნოტარიატების ინსტიტუციონალურ შეხვედრებში მიიღო მონაწილეობა

საქართველოს ნოტარიუსთა პალატის დელეგაციამ მარიკა გოგოლაძის ხელმძღვანელობით მონაწილეობა მიიღო ნოტარიუსთა საერთშორისო კავშირის (UINL) წევრი ნოტარიატების ინსტიტუციონალურ შეხვედრებში (საერთო კრება/გენერალური საბჭო). ღონისძიება ბუენოს-აირესში, არგენტინაში 1-2 ოქტომებრს გაიმართა და მას ნოტარიუსთა პალატის თავმჯდომარე მარიკა გოგოლაძე, გამგეობის წევრი ხათუნა კალანდარიშვილი და  გენერალური საბჭოს წევრი დავით ოყროშიძე დაესწრნენ.

წევრი ნოტარიატების საერთო კრება, ნოტარიუსთა საერთაშორისო კავშირის პრეზიდენტმა ბ-ნ ხოსე მარკენიო დე ლანომ გახსნა. ღონისძიებაზე განიხილეს ნოტარიატისთვის საკვანძო საკითხები: ნოტარიუსთა ფუნქციის მნიშვნელობა მხარდაჭერის სისტემაში, ნოტარიუსის როლი ადამიანის უფლებების ხელშეწყობასა და დაცვაში, განსაკუთრებული მითითება შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა მიმართ, ხანდაზმულ პირთა დაცვა და ნოტარიუსის მონაწილეობა, საერთაშორისო დაცვის მექანიზმების ეფექტურობა, კერძოდ, ჰააგის საერთაშორისო კერძო სამართლის კონფერენცია, 2000 წლის კონვენცია მოზარდთა საერთაშორისო დაცვის შესახებ, ნოტარიატის გამოწვევები თანასწორობასა და სამართლიანობის ხელმისაწვდომობაზე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის შესახებ გაეროს 2006 წლის 13 დეკემბრის კონვენციის თანახმად. 

ათ წელზე მეტია, საქართველოს ნოტარიუსთა პალატა ლათინური ნოტარიატის საერთაშორისო კავშირის წევრია. ქართველი ნოტარიუსები ჩართული არიან ნოტარიუსთა მსოფლიო ქსელში, რომელიც ლათინური ნოტარიატის საერთაშორისო კავშირის წევრ ქვეყნებს შორის ინფორმაციისა და გამოცდილების გაცვლას ისახავს მიზნად.


მომხმარებლებისათვის

გამოკითხვა

ყველა გამოკითხვა დასრულებულია

ნოტარიუსთა პალატის
ცხელი ხაზი
2 206 776

იუსტიციის სამინისტროს
გენერალური ინსპექციის
ცხელი ხაზი
2 405 599

ნოემბერი
560
 
სოლიდარობის ფონდში