ნოტარიუსთა პალატასა და ეროვნული ბანკის წარმომადგენლებს შორის შეხვედრა გაიმართა

ნოტარიუსთა პალატის თავმჯდომარეს, გამგეობის წევრებს, ნოტარიუსებსა და საქართველოს ეროვნული ბანკის წარმომადგენლებს შორის შეხვედრა გაიმართა. სამუშაო შეხვედრაზე განიხილეს საქართველოს სამოქალაქო კოდექსში შესულ ცვლილებებთან დაკავშირებული ის რეგულაციები, რომელთა ამოქმედებით მნიშვნელოვნად იცვლება სანოტარო მომსახურება კონკრეტული გარიგებების დამოწმების ნაწილში. საუბარი შეეხო ისეთ თემებს, როგორიცაა: ფიზიკური და იურიდიული პირების მონაწილეობით უზრუნველყოფილი სესხის ხელშეკრულებების ფორმები და დასაშვები ფარგლები; სესხის გამცემი სუბიექტის შექმნისა და  რეგისტრაციის ვადები და პირობები, ნოტარიუსის მიერ ამ სუბიექტთა შესახებ ინფორმაციის მიღების საშუალებები; ცვლილებების ამოქმედებამდე დადებული ხელშეკრულებების ვადის გაგრძელების, მოთხოვნის დათმობის და თანხის ცვლილების ბერკეტები; სესხის ხელშეკრულებაში ეფექტური საპროცენტო განაკვეთის გამოთვლის ტექნიკური ბაზა და სხვ.

სამუშაო შეხვედრაზე განხილული თემების შედეგად, ნოტარიუსთა პალატა შეაჯამებს ახალი რეგულაციების მნიშვნელოვან საკითხებს და სანოტარო მოქმედებებთან დაკავშირებით შეიმუშავებს ერთიან მიდგომებს.


მომხმარებლებისათვის

გამოკითხვა

ყველა გამოკითხვა დასრულებულია

ნოტარიუსთა პალატის
ცხელი ხაზი
2 206 776

იუსტიციის სამინისტროს
გენერალური ინსპექციის
ცხელი ხაზი
2 405 599

ნოემბერი
560
 
სოლიდარობის ფონდში