ნოტარიუსთა პალატის სასწავლო ცენტრში ნოტარიუსობის მსურველთა სტაჟირება რვათვიანია და მოიცავს სწავლების თეორიულ და პრაქტიკულ კურსს. თეორიული სწავლება ითვალისწინებს სანოტარო საქმიანობის მომწესრიგებელი სამართლებრივი ნორმებისა და ნოტარიუსად მუშაობისთვის აუცილებელი უნარ-ჩვევების შესწავლას, პრაქტიკულ კურს კი სტაჟიორები სანოტარო ბიუროებში, საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში, სამოქალაქო რეესტრის სააგენტოში, აღსრულების ეროვნულ ბიუროსა და მომსახურების სააგენტოში გაივლიან.
სწავლების პრაქტიკული კურსის დასრულების შემდეგ სტაჟიორებს სერტიფიკატები გადაეცემათ.
სტაჟირება ერთ-ერთი პირობაა ნოტარიუსის თანამდებობის დასაკავებლად. ნოტარიუსის თანამდებობა შეიძლება დაიკავოს იურიდიული განათლების მქონე პირმა, რომელსაც გავლილი აქვს სტაჟირება ან საჯარო სამსახურში სპეციალობით მუშაობის არანაკლებ 5 წლის სტაჟი და ჩაბარებული აქვს ნოტარიუსთა საკვალიფიკაციო გამოცდა.
ნოტარიუსთა პალატის სასწავლო ცენტრში სტაჟირების პირველი ეტაპი დასრულდა
საქართველოს ნოტარიუსთა პალატის სასწავლო ცენტრის სტაჟიორებს სწავლების პირველი ეტაპის (თეორიული კურსის) დამამთავრებელი გამოცდა ჩაუტარდათ. 26 სტაჟიორიდან ტესტირება პროფესიულ ნაწილში წარმატებით გაიარა 18-მა, ვინც მინიმუმ 75 ქულა დააგროვა.ნოტარიუსთა პალატის სასწავლო ცენტრში ნოტარიუსობის მსურველთა სტაჟირება რვათვიანია და მოიცავს სწავლების თეორიულ და პრაქტიკულ კურსს. თეორიული სწავლება ითვალისწინებს სანოტარო საქმიანობის მომწესრიგებელი სამართლებრივი ნორმებისა და ნოტარიუსად მუშაობისთვის აუცილებელი უნარ-ჩვევების შესწავლას, პრაქტიკულ კურს კი სტაჟიორები სანოტარო ბიუროებში, საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში, სამოქალაქო რეესტრის სააგენტოში, აღსრულების ეროვნულ ბიუროსა და მომსახურების სააგენტოში გაივლიან.
სწავლების პრაქტიკული კურსის დასრულების შემდეგ სტაჟიორებს სერტიფიკატები გადაეცემათ.
სტაჟირება ერთ-ერთი პირობაა ნოტარიუსის თანამდებობის დასაკავებლად. ნოტარიუსის თანამდებობა შეიძლება დაიკავოს იურიდიული განათლების მქონე პირმა, რომელსაც გავლილი აქვს სტაჟირება ან საჯარო სამსახურში სპეციალობით მუშაობის არანაკლებ 5 წლის სტაჟი და ჩაბარებული აქვს ნოტარიუსთა საკვალიფიკაციო გამოცდა.
სასარგებლო ბმულები
მომხმარებლებისათვის
გამოკითხვა
ყველა გამოკითხვა დასრულებულია
ნოტარიუსთა პალატის
ცხელი ხაზი
2 206 776
იუსტიციის სამინისტროს
გენერალური ინსპექციის
ცხელი ხაზი
2 405 599
ოქტომბერი
560