ნოტარიუსთა პალატასა და პარლამენტის აპარატს შორის მემორანდუმი გაფორმდა

ნოტარიუსთა პალატასა და პარლამენტის აპარატს შორის მემორანდუმი გაფორმდა. ურთიერთთანამშრომლობის დოკუმენტს ხელი მოაწერეს ნოტარიუსთა პალატის თავმჯდომარემ მარიკა გოგოლაძემ  და პარლამენტის აპარატის უფროსმა გივი მიქანაძემ. მემორანდუმის  მიზანი საერთო ინტერესების სფეროში შემავალ აქტუალურ საკითხებზე თანამშრომლობაა.

მემორანდუმის ფარგლებში უწყებები ერთობლივ სასწავლო-საგანმანათლებლო პროექტებს განახორციელებენ.  ნოტარიუსთა პალატასა და პარლამენტს შორის სხვადასხვა აქტუალურ საკითხებზე გაიმართება ერთობლივი სამუშაო შეხვედრები, სემინარები, მოეწყობა კონფერენციები. მემორანდუმი ორ უწყებას შორის ერთობლივი სამეცნიერო-კვლევითი და საგანმანათლებლო პროექტების განხორციელებასაც ითვალისწინებს, რომლებშიც უნივერსიტეტების პროფესორები, ტრენერები და ექსპერტები ჩაერთვებიან. მხარეები შეიმუშავებენ სასწავლო პროგრამებსა და პროექტებს, სახელმძღვანელოებს სტუდენტებისთვის, მოამზადებენ ერთობლივ პუბლიკაციებს აქტუალურ თემებზე.

საქართველოს პარლამენტთან მემორანდუმი ნოტარიუსთა პალატისათვის რიგით მერვეა. უწყება წარმატებით თანამშრომლობს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოსთან, სერვისების განვითარების,  შშს მომსახურების და  სოციალური მომსახურების სააგენტოებთან, ეროვნულ არქივთან, იუსტიციის სახლთან, GIZ - გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოებასთან. რაც შეეხება პროექტებს საგანმანათლებლო სფეროში, ნოტარიუსთა პალატა მემორანდუმის ფარგლებში 23 უმაღლეს სასწავლებელთან თანამშრომლობს.

 

 

 


მომხმარებლებისათვის

გამოკითხვა

ყველა გამოკითხვა დასრულებულია

ნოტარიუსთა პალატის
ცხელი ხაზი
2 206 776

იუსტიციის სამინისტროს
გენერალური ინსპექციის
ცხელი ხაზი
2 405 599

ნოემბერი
560
 
სოლიდარობის ფონდში