საქართველოს ნოტარიუსთა პალატასა და კერძო უმაღლესი სასწავლებლების ასოციაციას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

საქართველოს ნოტარიუსთა პალატასა და კერძო უმაღლესი სასწავლებლების ასოციაციას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

ურთიერთთანამშრომლობის დოკუმენტი ასოციაციის წევრი უნივერსიტეტების  სტუდენტებისთვის იურდიული მიმართულებით ტრენინგების, მასტერ-კლასების ორგანიზებას, საგრანტო პროექტებში პარტნიორულ თანამშრომლობას და სანოტარო საქმიანობაში დანერგილი სიახლეების გაცნობას ითვალისწინებს.

საქართველოს ნოტარიუსთა პალატასა და კერძო უმაღლესი სასწავლებლების ასოციაციას შორის თანამშრომლობის მიზანი უმაღლესი იურდიული განათლების თანამედროვე სტანდარტების შემუშავებისა და დამკვიდრების ხელშეწყობაა. მემორანდუმის ფარგლებში, სანოტარო სამართლის მიმართულებით მოხდება სტუდენტ იურისტთა პროფესიული ჩვევების განვითარება, კვალიფიკაციისა და სამართლებრივი მართლშეგნების ამაღლება.

სტუდენტური პროექტების ინიცირება ნოტარიუსთა პალატის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. პალატის წარმომადგენლები ხშირად მართავენ საჯარო ლექციებს როგორც თბილისში, ასევე საქართველოს მასშტაბით არსებულ ყველა აკრედიტებულ უმაღლეს სასწავლებელში. პროექტის ,,პროფესია ნოტარიუსის“ ფარგლებში ნოტარიუსთა პალატის თავმჯდომარე მარიკა გოგოლაძე და გამგეობის წევრები ხშირად ხვდებიან სტუდენტებს, ეწევიან პედაგოგიურ საქმიანობას.

ნოტარიუსთა პალატაში ფუნქციონირებს სასწავლო ცენტრი, რომელიც ახალგაზრდა ნოტარიუსების პროფესიულ ზრდაზეა ორიენტირებული.

 


მომხმარებლებისათვის

გამოკითხვა

ყველა გამოკითხვა დასრულებულია

ნოტარიუსთა პალატის
ცხელი ხაზი
2 206 776

იუსტიციის სამინისტროს
გენერალური ინსპექციის
ცხელი ხაზი
2 405 599

ნოემბერი
560
 
სოლიდარობის ფონდში