ნოტარიუსთა პალატის თავმჯდომარე ივ. ჯავახიშვლის სახ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს შეხვდა

ნოტარიუსთა პალატის პროექტი „პროფესია ნოტარიუსი“ გრძელდება. პალატის გამგეობის თავმჯდომარე მარიკა გოგოლაძე ამჯერად ივ. ჯავახიშვლის სახ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურდიული ფაკულტეტის სტუდენტებს შეხვდა და ნოტარიუსის პროფესიის შესახებ საჯარო ლექცია წაიკითხა. მარიკა გოგოლაძე სტუდენტებს ნოტარიატის ისტორიაზე, მის განვითარების ეტაპებსა და   ნოტარიუსის პროფესიისადმი წვდომის საკითხებზე ესაუბრა. ასევე, მომავალ იურისტებს პალატის თავმჯდომარემ ნოტარიუსთა საკვალიფიკაციო გამოცდების შესახებ დაწვრილებითი ინფორმაცია მიაწოდა.

 სტუდენტურ წრებთან თანამშრომლობის მიზანი სტუდენტებისთვის სანოტარო საქმიანობის უკეთ გაცნობაა, რაც მომავალ იურისტებს მათი პროფესიული არჩევანის გაკეთებაში დაეხმარება. ნოტარიატის სისტემას კი საშუალებას მისცემს, მოიზიდოს ახალგაზრდა და მოტივირებული კადრები.

სტუდენტური პროექტების ინიცირება ნოტარიუსთა პალატის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. პალატის წარმომადგენლები ხშირად მართავენ საჯარო ლექციებს და აწყობენ შეხვედრებს სტუდენტებთან, ეწევიან პედაგოგიურ საქმიანობას. დაგეგმილია ლექციების წაკითხვა საქართველოს და დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტებში.

ნოტარიუსთა პალატაში ფუნქციონირებს სასწავლო ცენტრი, რომელიც ახალგაზრდა ნოტარიუსების პროფესიულ ზრდაზეა ორიენტირებული. ასევე, მოქმედებს სტაჟირების კურსები ნოტარიუსთა თანაშემწეთათვის. ინტენსიური თეორიული სწავლებისა და სანოტარო ბიუროებში პრაქტიკის შემდეგ, წარმატებული სტაჟიორები სანოტარო ბიუროებში საქმდებიან.


მომხმარებლებისათვის

გამოკითხვა

ყველა გამოკითხვა დასრულებულია

ნოტარიუსთა პალატის
ცხელი ხაზი
2 206 776

იუსტიციის სამინისტროს
გენერალური ინსპექციის
ცხელი ხაზი
2 405 599

ნოემბერი
560
 
სოლიდარობის ფონდში