საქართველოს ნოტარუსთა პალატა საქველმოქმედო აქციას უერთდება

ნოტარიუსთა პალატა საქართველოს საპატრიარქოსა და სოციალური დაცვის ლიგის სააღდგომო აქციას შეუერთდა. პალატის სახელით თავმჯდომარის მოადგილე თინათინ დევდარიანი  დღეს სასულიერო სემინარიას ეწვია და სააღდგომო ნობათი - პასკა და კვერცხები მიუტანა, რომლებსაც ღონისძიების ორგანიზატორები სადღესასწაულოდ მოხუცთა თავშესაფრებს, ბავშთა სახლებსა და სოციალურად დაუცველებს გადასცემენ.

საქველმოქმედო აქციებში ნოტარიუსთა პალატა ტრადიციულად მონაწილეობს. წინასაახალწლო დღეებში უწყებამ დღესასწაული დიმიტორ ცინცაძის, ბერი ანდრიასა და „მომავლის გზის“ ფონდების ბენეფიციარებს მიულოცა. სააღდგომოდ კი, ნოტარიუსთა პალატის საჩუქრებს, ბავშვების გარდა, მოხუცები და სოციალურად დაუცველებიც მიიღებენ.

პალატა „სოლიდარობის ფონდის“ მუდმივი შემწირველია. უწყებას ფონდში 26.000 ლარამდე აქვს გადარიცხული.

 

 

 


მომხმარებლებისათვის

გამოკითხვა

ყველა გამოკითხვა დასრულებულია

ნოტარიუსთა პალატის
ცხელი ხაზი
2 206 776

იუსტიციის სამინისტროს
გენერალური ინსპექციის
ცხელი ხაზი
2 405 599

ნოემბერი
560
 
სოლიდარობის ფონდში