ნოტარიუსთა პალატამ საქართველოს უნივერსიტეტთან თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა

საქართველოს ნოტარიუსთა პალატასა და საქართველოს უნივერსიტეტს შორის დღეს ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმს  ნოტარიუსთა პალატის თავმჯდომარემ ბაჩანა შენგელიამ და საქართველოს უნივერსიტეტის რექტორმა მანანა სანაძემ  მოაწერეს ხელი.

თანამშრომლობა მიზნად ისახავს  სტუდენტებისთვის ხარისხიანი იურიდიული განათლების მიღებაში დახმარებას, ლექცია-სემინარების ჩატარებას, ნოტარიუსთა პალატასა და სანოტარო ბიუროებში პრაქტიკულ სწავლებას...

საქართველოს ნოტარიუსთა პალატა აქტიურად თანამშრომლობს საქართველოს უმაღლეს სასწავლებელებთან. სანოტარო ბიუროებში სამთვიანი სასწავლო პრაქტიკა უკვე გაიარეს საქართველოს ტექნიკური უნივერსისტეტის, კავკასიის უნივერსიტეტისა და გურამ თავართქილაძის სასწავლო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტებმა.

ამასთან, როგორც ბაჩანა შენგელიამ აღნიშნა,  სტუდენტები ნოტარიუსთა პალატის სასწავლო ცენტრში ნოტარიუსის თანაშემწის კურსებსაც გადიან, რაც მათ დასაქმების რეალურ შანს აძლევს. ნოტარიუსები სანოტარო ბიუროს თანამშრომლებს სასწავლო ცენტრის კურდამთავრებულთაგან ირჩევენ. რამდენიმე სტუდენტმა ნოტარიუსის თანაშემწის კურსები უკვე გაიარა და სანოტარო ბიუროშიც დასაქმდა.


მომხმარებლებისათვის

გამოკითხვა

ყველა გამოკითხვა დასრულებულია

ნოტარიუსთა პალატის
ცხელი ხაზი
2 206 776

იუსტიციის სამინისტროს
გენერალური ინსპექციის
ცხელი ხაზი
2 405 599

ოქტომბერი
560
 
სოლიდარობის ფონდში