შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის ადაპტირებული ბიუროების შესახებ

საქართველოს ნოტარიუსთა პალატის ვებგვერდზე იმ სანოტარო ბიუროების მისამართები განთავსდა, სადაც შშმ პირებს მომსახურების მიღება შეუძლიათ. ველში, „სანოტარო ბიუროები“  https://www.notary.ge/geo-3718-sanotaro-biuroebi   ფილტრაცია შესაძლებელი იყო ბიუროს ადგილმდებარეობის, სამუშაო გრაფიკის და სხვა კომპონენტების მიხედვით.  დღეიდან ამ ველში ხელმისაწვდომია ინფორმაცია, თუ რომელი ბიუროებია ადაპტირებული შეზღუდული შესაძლებლობების  მქონე პირებისათვის.

ნოტარიუსთა პალატა მუდმივად ზრუნავს შშმ პირებისათვის სერვისების გაუმჯობესებაზე. ეს აისახება, როგორც მომსახურების სივრცეების ადაპტირებაზე, რომელიც ზრდის სანოტარო ბიუროების ხელმისაწვდომობას, ასევე, მომსხურებაზე ბიუროს გარეთ, შშმ პირებისთვის მოსახერხებელ ადგილას.  

ამასთანავე, ნოტარიუსთა პალატის ახალი ადმინისტრაციული შენობა, რომელიც მშენებლობის პროცესშია, სრულად იქნება ადაპტირებული შშმ პირებისთვის. შენობაში გათვალისწინებული იქნება ლიფტები,  პანდუსები, სანიტარული კვანძები შესაბამისი მოწყობილობებით. ის იქნება ერთ-ერთი ყველაზე ხელმისაწვდომი სივრცე მათთვის. შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები დამოუკიდებლად შეძლებენ  შენობაში შესვლას და შესაბამისი მომსახურების მიღებას. თანაბრად ხელმისაწვდომი სერვისები და მაქსიმალურად მორგებული გარემო მნიშვნელოვანწილად გაზრდის მომსახურების დონეს, რის შედეგადაც მოქალაქე მიიღებს უმაღლესი ხარისხის სერვისს.

ნოტარიუსთა პალატა არა მხოლოდ ზრუნავს შშმ პირებისთვის მაქსიმალურად ადაპტირებული გარემოს შექმნაზე, არამედ პალატაში დასაქმებულიცაა 2 შშმ პირი.

 


მომხმარებლებისათვის

გამოკითხვა

ყველა გამოკითხვა დასრულებულია

ნოტარიუსთა პალატის
ცხელი ხაზი
2 206 776

იუსტიციის სამინისტროს
გენერალური ინსპექციის
ცხელი ხაზი
2 405 599

ოქტომბერი
560
 
სოლიდარობის ფონდში