ნოტარიუსთა პალატის გამგეობა საბანკო სექტორს შეხვდა

ნოტარიუსთა პალატის თავმჯდომარე მარიკა გოგოლაძე და ნოტარიუსები საბანკო სექტორის წარმომადგენლებს შეხვდნენ. ღონისძიება ნოტარიუსთა პალატის ხელმძღვანელობის ინიციატივით გაიმართა და მასში საქართველოში მოქმედი ყველა კომერციული ბანკის წარმომადგენელი მონაწილეობდა.

შეხვედრის მიზანი მოქალაქებისათვის იმ სანოტარო სერვისების გამარტივებაა, რომლებიც მათ საბანკო სექტორისთვის წარსადგენად სჭირდებათ. მოქალაქეებს ხშირად უწევთ ბანკებისათვის ნოტარიული წესით დამოწმებული დოკუმენტების წარდგენა. იმისათვის, რომ ეს მომსახურება მათთვის კომფორტული გახდეს, ნოტარიუსთა პალატის გამგეობა სისტემატურად ხვდება ბიზნესსექტორს და სერვისების გამარტივების საკითხებს განიხილავს. დღევანდელი შეხვედრის თემა მინდობილობის ფორმების შემუშავება, მისი დამოწმების პროცედურების გამარტივება და ამ კუთხით საერთო პრაქტიკის დანერგვა იყო.

ნოტარიუსთა პალატის სწრაფი და კომფორტული მომსახურება ერთი მხრივ, გაუმარტივებს მოქალაქეებს ბანკში დოკუმენტაციის წარდგენის პროცესს და დაიცავს მათ ზედმეტი ბიუროკრატიისა და დროის ხარჯვისგან, მეორე მხრივ კი, უფრო მოქნილს გახდის საბანკო სერვისებს, რაც ფინანსური ინსტიტუტების ინტერესებშიცაა.

სანოტარო სერვისების ხელმისაწვდომობა და კომფორტულობა ნოტარიუსთა პალატის ერთ-ერთი პრიორიტეტია. 2013 წლიდან, იუსტიციის მინისტრის განხორციელებული რეფორმის შედეგად, სანოტარო ბიუროები ფუნქციონირებს ისეთ რაიონებში და მაღალმთიან დასახლებებში, სადაც მანამდე ნოტარიუსი არასდროს ყოფილა. 2016 წლიდან სანოტარო სერვისებით სარგებლობა საზოგადოებრივ ცენტრებშიც არის შესაძლებელი.


მომხმარებლებისათვის

გამოკითხვა

ყველა გამოკითხვა დასრულებულია

ნოტარიუსთა პალატის
ცხელი ხაზი
2 206 776

იუსტიციის სამინისტროს
გენერალური ინსპექციის
ცხელი ხაზი
2 405 599

ნოემბერი
560
 
სოლიდარობის ფონდში