ნოტარიუსთა საერთო კრებამ ნოტარიუსთა წესდების პროექტი განიხილა
27 იანვარს ნოტარიუსთა პალატის წევრთა საერთო კრება გაიმართა. ღონისძიებას ნოტარიუსთა პალატის გამგეობის თავმჯდომარე მარიკა გოგოლაძე, გამგეობის წევრები და ნოტარიუსები ესწრებოდნენ.
ნოტარიუსთა პალატის გამგეობამ ნოტარიუსებს გასული წლის საქმიანობას ანგარიში წარუდგინა. განსახილველ დოკუმენტებს შორის იყო, აგრეთვე, გასული წლის ბიუჯეტის შესრულების ანგარიში, პალატის სასწავლო ცენტრისა და ინფორმაციული ტექნოლოგიების სამსახურის 2018 წლის სამოქმედო გეგმები.
ნოტარიუსთა საერთო კრებამ ნოტარიუსთა წესდების პროექტიც განიხილა, რომელზედაც ნოტარიუსთა პალატა რამდენიმე თვეა, მუშაობს. დოკუმენტის მომზადების პროცესი მაქსიმალურად ღიად წარიმართა და მასში მონაწილეობა ყველა ნოტარიუსს შეეძლო. გამგეობის თავმჯდომარის ინიციატივით, წესდების პირველადი ვერსია სპეციალურად ამ მიზნით შექმნილმა ჯგუფი მოამზადა, რის შემდეგაც დოკუმენტი პალატის შიდა ქსელში განთავსდა, რამაც ყველა ნოტარიუსს მისცა შესაძლებლობა დაეფიქსირებინა საკუთარი მოსაზრებები და შენიშვნები. ეს პროცესი გასული წლის 15 დეკემბრამდე გაგრძელდა, დღეს კი, საერთო კრებაზე წესდების საბოლოო ვერსია ნოტარიუსებმა კიდევ ერთხელ განიხილეს.
დღესვე, ნოტარიუსებმა ნოტარიუსთა პალატის დისციპლინური და საფინანსო-სარევიზიო კომისიის წევრებიც აირჩიეს.
ნოტარიუსთა პალატის წევრთა საერთო კრება, რომელიც წელიწადში ერთხელ ტარდება, არის ნოტარიუსთა პალატის უმაღლესი ორგანო. იგი უფლებამოსილია მიიღოს ნოტარიუსთა პალატის წესდება, დაამტკიცოს პალატის წლიური ბიუჯეტი.
სასარგებლო ბმულები
მომხმარებლებისათვის
გამოკითხვა
ნოტარიუსთა პალატის
ცხელი ხაზი
2 206 776
იუსტიციის სამინისტროს
გენერალური ინსპექციის
ცხელი ხაზი
2 405 599