ნოტარიუსთა პალატის წესდების პროექტზე მუშაობა სრულდება

ნოტარიუსთა პალატის წესდების პროექტზე მუშაობა სრულდება. ნოტარიუსთა საერთო კრებისათვის წარდგენამდე დოკუმენტი პალატის თავმჯდომარე მარიკა გოგოლაძემ, გამგეობის წევრებმა და პალატის თანამშრომლებმა - აღმასრულებელმა დირექტორმა და იურიდიული სამსახურის წარმომადგენელმა - კიდევ ერთხელ განიხილეს. ღონისძიება 5 იანვარს, სასტუმრო „რუმსში“ გაიმართა.

წესდების პროექტზე ნოტარიუსთა პალატა რამდენიმე თვის მანძილზე მუშაობდა. პროცესი მაქსიმალურად ღიად წარიმართა და მასში მონაწილეობა ყველა ნოტარიუსს შეეძლო. გამგეობის თავმჯდომარის ინიციატივით, დოკუმენტის შემუშავების პირველ ეტაპზე შეიქმნა სპეციალური ჯგუფი. მის შემადგენლობაში, ნოტარიუსებთან ერთად, იყვნენ პალატის აღმასრულებელი დირექტორი და იურიდიული სამსახურის წარმომადგენლები. პრობლემური საკითხების განიხილვა და გადაწყვეტილებების მიღება ჯგუფის შიგნით კონსულტაციების გზით და ხმათა უმრავლესობით ხდებოდა.

დოკუმენტის მომზადების შემდეგ, წესდების სამუშაო ვერსია ნოტარიუსთა პალატის შიდა ქსელში განთავსდა, რამაც ყველა ნოტარიუსს მისცა შესაძლებლობა, გასცნობოდა მას, დაეფიქსირებინა საკუთარი მოსაზრებები და შენიშვნები. განხილვის პროცესი გასული წლის 15 დეკემბრამდე გაგრძელდა. დღეს კი წესდების პროექტი და მის შესახებ გამოთქმული წინადადებები კიდევ ერთხელ განიხილეს. 
წესდების პროექტზე ნოტარიუსთა საერთო კრებას დასამტკიცებლად მიმდინარე წლის იანვარში წარედგინება.


მომხმარებლებისათვის

გამოკითხვა

ყველა გამოკითხვა დასრულებულია

ნოტარიუსთა პალატის
ცხელი ხაზი
2 206 776

იუსტიციის სამინისტროს
გენერალური ინსპექციის
ცხელი ხაზი
2 405 599

ნოემბერი
560
 
სოლიდარობის ფონდში