ნოტარიუსის თანაშემწეთა კურსის დასრულების შემდეგ 4 პირი დასაქმდა

ნოტარიუსის თანაშემწეთა კურსის დასრულების შემდეგ 4 პირი დასაქმდა

საქართველოს ნოტარიუსთა პალატის სასწავლო ცენტრში ნოტარიუსის თანაშემწის კანდიდატთა მომზადების კურსი დასრულდა. თეორიული საფუძვლების შესწავლისა და სანოტარო ბიუროში პრაქტიკის გავლის შემდეგ, წარმატებულ კურსდამთავრებულებს სპეციალური სერთიფიკატები პალატის თავმჯდომარე მარიკა გოგოლაძემ გადასცა.

ნოტარიუსის თანაშემწის კანდიდატთა მომზადების კურსის გავლა ნოტარიატის სისტემაში საქმიანობის მსურველთათვის დასაქმების რეალური შესაძლებლობაა. პრაქტიკის დასრულების შემდეგ საქართველოს ნოტარიუსთა პალატის ვებგვერდზე განთავსდა ინფორმაცია იმ პირთა შესახებ, ვინც სწავლება გაიარა. სასურველ თანაშემწეებს საქართველოს ნოტარიუსები სწორედ მათგან ირჩევენ. 8 წარმატებული კურსდამთავრებულიდან 4 უკვე დასაქმდა.

სასწავლო კურსებს ნოტარიუსის თანაშემწეობის მსურველთათვის ნოტარიუსთა პალატა სისტემატურად ატარებს. წელს სწავლება ოქტომბერში დაიწყო და მისი თეორიული ნაწილი ნოემბრის თვეში დასრულდა. წარმატებულმა კანდიდატებმა სანოტარო ბიუროებში პრაქტიკა გაიარეს და უფრო უკეთ გაეცნენ ნოტარიუსების საქმიანობის სპეციფიკას. წარმატებული პრაქტიკის შემდეგ ნოტარიუსის თანაშემწის მოვალეობის შესრულება ყველა მათგანს სრულყოფილად შეუძლია.


მომხმარებლებისათვის

გამოკითხვა

ყველა გამოკითხვა დასრულებულია

ნოტარიუსთა პალატის
ცხელი ხაზი
2 206 776

იუსტიციის სამინისტროს
გენერალური ინსპექციის
ცხელი ხაზი
2 405 599

ნოემბერი
560
 
სოლიდარობის ფონდში