ნოტარიუსთა პალატამ ბავშვებს ახალი წელი მიულოცა

საქართველოს ნოტარიუსთა პალატა „მომავლის გზის“ დღის ცენტრს ესტუმრა და მის ბენეფიციარებს ახალი წელი მიულოცა. გამგეობის წევრებმა მზრუნველობამოკლებულ ბავშვებს საჩუქრად კომპიუტერები გადასცეს.

დღის ცენტრის 36 აღსაზრდელი დროის დიდ ნაწილს „მომავლის გზის“ ცენტრში ატარებს. ისინი მონაწილეობენ საგანმანათლებლო პროექტებში, დადიან წრეებზე, ეუფლებიან ხელობას. კომპიუტერების საშუალებით მათი სწავლების პროცესი უფრო თანამედროვე და სახალისო გახდება. ბავშვები შეძლებენ, ინტერნეტში მოიძიონ მათთვის სასურველი ინფორმაცია, ისწავლონ თავიანთ საქმიანობაში ახალი ტექნოლოგიების გამოყენება. შეიძინონ კომპიუტერზე მუშაობის უნარ-ჩვევები.

„ახალი წელი სურვილების ახდენის დღესასწაულია, დღეს ჩვენ შევძელით დღის ცენტრის აღსაზრდელების ოცნების ასრულება და არანაკლებ ბედნიერები ვართ ამით, ვიდრე ბავშვები. ნოტარიუსთა პალატა, შესაძლებლობების ფარგლებში, კვლავ გააგრძელებს ყველაზე მოწყვლადი ჯგუფების დახმარებას“, - განაცხადა ნოტარიუსთა პალატის თავმჯდომარე მარიკა გოგოლაძემ.

საქველმოქმედო ღონისძიებებში ნოტარიუსთა პალატა სისტემატურად მონაწილეობს. წინასაახალწლო დღეებში ნოტარიუსები მზრუნველობამოკლებულ ბავშვებსა და მიხუცებს საჩუქრებს ურიგებენ. პალატა „სოლიდარობის ფონდის“ მუდმივი შემწირველია. 2017 წლის ნოემბრის მონაცემებით, უწყებას ფონდში 23.000 ლარამდე აქვს გადარიცხული.


მომხმარებლებისათვის

გამოკითხვა

ყველა გამოკითხვა დასრულებულია

ნოტარიუსთა პალატის
ცხელი ხაზი
2 206 776

იუსტიციის სამინისტროს
გენერალური ინსპექციის
ცხელი ხაზი
2 405 599

ნოემბერი
560
 
სოლიდარობის ფონდში