ლიტვისა და საქართველოს ნოტარიატს შორის თანამშრომლობა გრძელდება

საქართველოს ნოტარიუსთა პალატასა და ლიტვის ნოტარიატს შორის თანამშრომლობა გრძელდება. 1-4 დეკემბერს ქალაქ ვილნიუსში ლიტვის ნოტარიატის 25 წლის იუბილისადმი მიძღვნილი საერთაშორისო კონფერენცია გაიმართა. ლიტვის მხარის მიწვევით, ღონისძიებაში საქართველოს ნოტარიუსთა პალატის გამგეობის წევრი მერაბ ფარჯიკია მონაწილეობდა.

კონფერენცია ნოტარიატის საერთაშორისო კავშირის პრეზიდენტმა ხოსე მარკენიო ლიანომ და ევროკავშირის ნოტარიატების საბჭოს პრეზიდენტმა ხოსე მანუილ გარსია კოლიანტესმა გახსნეს. ღონისძიებას ესწრებოდნენ ლიტვის აღმასრულებელი ხელისუფლების პირველი პირები, ფინანსური ინსტიტუტები და აკადემიური წრეები, აგრეთვე ევროკავშირის ქვეყნების ნოტარიატის სისტემის წარმომადგენლები.

საერთაშორისო ღონისძიების მონაწილეებმა იმსჯელეს ისეთ საკითხებზე, როგორიცაა: კონკურენტული სამართალი და ნოტარიუსები, ევროკომისიის ახალი წინადადებები სამეწარმეო სამართლის დირექტივებისათვის, ნოტარიუსის, როგორც სამოქალაქო სამართლებრივი ურთიერთობების ფუნქციონირების გარანტის საქმიანობის თეორიული და სამართლებრივი ასპექტები. საინტერესო დისკუსიები წარიმართა ნოტარიუსის როლზე ფინანსური დანაშაულისა და ფულის გათეთრების წინააღმდეგ ბრძოლის საქმეში. კონფერენციის მონაწილეები ლიტვის გამოცდილებასაც გაეცნენ ნოტარიატის რეფორმირების პროცესში.

საქართველოს ნოტარიუსთა პალატა ლიტვის ნოტარიატთან მჭიდროდ თანამშრომლობს. მხარეებს შორის რეგულარულად ხდება ინფორმაციის გაცვლა და გამოცდილების გაზიარება სანოტარო საქმიანობის პრაქტიკული და თეორიული ასპექტების, აგრეთვე ნოტარიატის რეფორმისათვის მნიშვნელოვან საკითხებზე.


მომხმარებლებისათვის

გამოკითხვა

ყველა გამოკითხვა დასრულებულია

ნოტარიუსთა პალატის
ცხელი ხაზი
2 206 776

იუსტიციის სამინისტროს
გენერალური ინსპექციის
ცხელი ხაზი
2 405 599

ნოემბერი
560
 
სოლიდარობის ფონდში