ტრენინგი ნოტარიუსებისთვის

მხარდაჭერის მიმღები პირებისათვის სანოტარო სერვისების კომფორტულად მიწოდებისათვის ნოტარიუსთა ტრენინგი გაიმართა

2-3 დეკემბერს ნოტარიუსთა პალატის ორგანიზაციებით ნოტარიუსებისათვის ტრენინგი გაიმართა. სწავლება სახელწოდებით - „პირის ქმედუნარიანობისა და მხარდამჭერის ინსტიტუტის მიმოხილვა“ - მხარდაჭერის მიმღები პირებისათვის სანოტარო სერვისების ხელმისაწვდომობისა და უსაფრთხოების საკითხებს მიეძღვნა. სწავლებას 50 ნოტარიუსი ესწრებოდა.
მხარდაჭერის მიმღები პირებისათვის სანოტარო სერვისების უსაფრთხოდ და ეფექტურად მოწოდების პრაქტიკასა და ამ კუთხით არსებულ შესაძლებლობებზე ტრენინგის მონაწილეებს ნოტარიუსთა პალატის თავმჯდომარე მარიკა გოგოლაძე და სოციალური მომსახურების სააგენტოს წარმომადგენელი, მოწვეული ექსპერტი გიორგი კუპრეიშვილი ესაუბრნენ. სწავლებას მოდერაციას ნოტარიუსთა გამგეობის წევრები უწევდნენ. 
ტრენინგის მონაწილეებმა კონკრეტულ მაგალითებზე განიხილეს, თუ როგორ უნდა მოხდეს პირის იდენტიფიცირება მხარდაჭერის მიმღებად, როგორ უნდა განისაზღვროს მხარდამჭერის კომპეტენციები და მიიღოს გადაწყვეტილება, ჩართოს თუ არა მხარდამჭერი პირი იმ სანოტარო ქმედებებში, რომლის შესრულებასაც ითხოვს. ეს, ერთი მხრივ, სრულად დაიცავს ქმედუუნარო პირის სამოქალაქო უფლებებს და მისცემს მას საშუალებას, უსაფრთხოდ და ეფექტურად აწარმოოს საკუთრებასთან დაკავშირებული და ქონებრივი ურთიერთობები, მეორე მხრივ კი დაიცავს ნოტარიუსს, რომელიც საკუთარი ქონებით აგებს პასუხს მიყენებული ზიანისათვის.
მხარდაჭერის საჭიროების მქონე პირებისათვის სანოტარო სერვისების ხელმისაწვდომობისა და უსაფრთხოებისათვის ტრენინგები მომავალშიც გაგრძელდება. 9-10 დეკემბერს სწავლებას კიდევ 50 ნოტარიუსი გაივლის.


მომხმარებლებისათვის

გამოკითხვა

ყველა გამოკითხვა დასრულებულია

ნოტარიუსთა პალატის
ცხელი ხაზი
2 206 776

იუსტიციის სამინისტროს
გენერალური ინსპექციის
ცხელი ხაზი
2 405 599

ნოემბერი
560
 
სოლიდარობის ფონდში