ახალი ადმინისტრაციული ოფისის რეკონსტრუქციის პროექტის გაცნობა

ნოტარიუსთა პალატის გამგეობის თავმჯდომარის - მარიკა გოგოლაძის ინიციატივით 30 ნოემბერს ნოტარიუსთა პალატაში ნოტარიუსებს წარედგინათ ინფორმაცია ახალი ადმინისტრაციული ოფისის რეკონსტრუქციის პროექტის შესახებ.
თბილისში, ი. ჯავახიშვილის ქუჩა #60-ში მდებარე შენობა საქართველოს ნოტარიუსთა პალატას გადაეცა უვადო სარგებლობის უფლებით. 
პროექტის განმახორციელებელი კომპანიის, შპს „ქალაქგეგმარებითი წინასაპროექტო კვლევლევებისა და საინვესტიციო-გეგმარებითი ინოვაციების ბიურო - არქიმედიას“ წარმომადგენლებმა დეტალურად ისაუბრეს პროექტის მიმდინარეობის, შენობის არსებული მდგომარეობის და პროექტის დასრულების ვადებზე. ნოტარიუსებს წარედგინათ დეტალური პრეზენტაცია შენობის რენდერების, გეგმების, ინტერიერის და ექსტერიერის ვიზუალიზირებული ნახაზების სახით. კომპანიის წარმომადგენლების მიერ აღინიშნა, რომ პროექტი დასრულების ფაზაშია - ხორციელდება დოკუმენტაციის ექსპერტიზა ავტორიზებულ ორგანოში საქართველოში მოთხოვნილი ნორმების და სტანდარტების შესაბამისად. ექსპერტიზის დასრულების შემდგომ უზრუნველყოფილი იქნება კანონმდებლობით დადგენილი პროცედურების განხორციელება პროექტზე ნებართვის მიღების მიზნით. სამშენებლო სამუშაოების განხორციელება პროექტის მიხედვით საჭიროებს 18-24 თვეს. 
პროექტის სრულად განხორციელების შემდეგ თბილისში, ი. ჯავახიშვილის ქუჩა #60-ში მდებარე შენობაში განთავსდება სსიპ საქართველოს ნოტარიუსთა პალატის ადმინისტრაციული ოფისი.

მომხმარებლებისათვის

გამოკითხვა

ყველა გამოკითხვა დასრულებულია

ნოტარიუსთა პალატის
ცხელი ხაზი
2 206 776

იუსტიციის სამინისტროს
გენერალური ინსპექციის
ცხელი ხაზი
2 405 599

ნოემბერი
560
 
სოლიდარობის ფონდში