ნოტარიუსთა პალატის გამგეობის წევრი ნსკ-ს ევროპის საქმეთა კომისიის პლენარულ სხდომაზე მოხსენებით წარსდგა

საქართველოს ნოტარიუსთა პალატის გამგეობის წევრი მეგი მაღალდაძე უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში გამართულ, ნოტარიუსთა საერთაშორისო კავშირის ევროპის საქმეთა კომისიის პლენარულ სხდომაში მონაწილეობს.

სხდომის თემას კორუფციასა და ფულის გათეთრებასთან დაკავშირებული საკითხები წარმოადგენს.

მეგი მაღალდაძე ნოტარიუსთა საერთაშორისო კავშირის წევრების წინაშე მოხსენებით წარსდგა და საქართველოს კანონმდებლობაში დანერგილი სიახლეები გააცნო.

მოხსენებაში ყურადღება გამახვილდა ბოლო წლებში საქართველოს ნოტარიატში განხორციელებულ რეფორმებზე, კერძოდ, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე სანოტარო მომსახურების ხელმისაწვდომობის გაზრდასა და მიწების პირველადი რეგისტრაციის სახელმწიფო პროექტში მედიატორი ნოტარიუსების ჩართულობაზე.  

მეგი მაგალდაძემ, ასევე, საქართველოს ნოტარიუსთა პალატის ახლად არჩეული გამგეობის  მიერ სამომავლოდ დაგეგმილ აქტივობებსა და რეფორმებზეც ისაუბრა.


მომხმარებლებისათვის

გამოკითხვა

ყველა გამოკითხვა დასრულებულია

ნოტარიუსთა პალატის
ცხელი ხაზი
2 206 776

იუსტიციის სამინისტროს
გენერალური ინსპექციის
ცხელი ხაზი
2 405 599

ნოემბერი
560
 
სოლიდარობის ფონდში