ახლად დანიშნულ ნოტარიუსებს სერტიფიკატები გადაეცათ

საქართველოს ნოტარიუსთა პალატის გამგეობის თავმჯდომარემ მარიკა გოგოლაძემ ახლად დანიშნულ ნოტარიუსებს, ვინც სანოტარო მედიაციაში სემინარი გაიარა, სერტიფიკატები გადასცა. ამიერიდან ისინი მედიატორის ფუნქციასაც შეასრულებენ. 

საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით, ნოტარიუსები იმ მუნიციპალიტეტებსა და დასახლებებში დაინიშნენ, სადაც აქამდე სანოტარო მომსახურება ხელმისაწვდომი არ იყო. ამიერიდან სანოტარო მედიაციის სერვისით აღნიშნული მუნიციპალიტეტების მოსახლეობაც ისარგებლებს. 

სანოტარო მედიაცია დავების მოგვარების გამარტივებული ფორმაა. 2013 წლიდან, სასამართლოს პარალელურად,სამოქალაქო დავების მოგვარება მედიატორ ნოტარიუსთანაც არის შესაძლებელი.  2016 წლის 1 აგვისტოდან  სასოფლო-სამეურნეო მიწებზე დავის შემთხვევაშიც მედიატორ ნოტარიუსებს მიმართავენ. მათი დახმარებით უკვე 600-მდე დავა მოგვარდა. აღნიშნული სანოტარო სერვისი უფასოა.

მომხმარებლებისათვის

გამოკითხვა

ყველა გამოკითხვა დასრულებულია

ნოტარიუსთა პალატის
ცხელი ხაზი
2 206 776

იუსტიციის სამინისტროს
გენერალური ინსპექციის
ცხელი ხაზი
2 405 599

ნოემბერი
560
 
სოლიდარობის ფონდში