საქართველოს ნოტარიუსთა პალატის თავმჯდომარე ნსკ-ს გენერალური საბჭოს კრებასა და სხდომების მუშაობაში მონაწილეობდა

საქართველოს ნოტარიუსთა პალატის თავმჯდომარე მარიკა გოგოლაძე 8-11 ნოემბერს მექსიკაში, ქ. კანკუნში გამართულ ნოტარიუსთა საერთაშორისო კავშირის გენერალური საბჭოს კრებასა და სხდომების მუშაობაში მონაწილეობდა. 
შეხვედრების თემებს ტერორიზმსა და კორუფციასთან დაკავშირებული საკითხები წარმოადგენდა.
საქართველოს ნოტარიუსთა პალატამ წარადგინა წერილობითი მოხსენება, სადაც ყურადღება გამახვილდა საქართველოს მთელ ტერიტორიაზე სანოტარო მომსახურების ხელმისაწვდომობის გაზრდასა და მიწების პირველადი რეგისტრაციის სახელმწიფო პროექტში მედიატორი ნოტარიუსების ჩართულობაზე.
საქართველოს ნოტარიუსთა პალატის თავმჯდომარემ, ვიზიტის ფარგლებში, შეხვედრები გამართა ლიტვის ნოტარიუსთა პალატის თავმჯდომარე მარიუს სტრაჩკაიტისთან, უკრაინის ნოტარიატების წარმომადგენლებთან და ევროკავშირის ნოტარიატების საბჭოს (CNUE) მოქმედ პრეზიდენტ ბ-ნ ხოსე მანუელ გარსია კოლანტესთან, ასევე, უმაღლეს სანოტარო სწავლებათა საერთაშორისო ინსტიტუტის (International Institute of Higher Notarial Studies - IHN) წარმომადგენელ ბ-ნ როლან ნიკლაუსთან. შეხვედრებზე სამომავლო თანამშრომლობის გაღრმავებაზე ისაუბრეს და კონკრეტული აქტივობებიც დაგეგმეს. 
საქართველოს ნოტარიუსთა პალატა ნოტარიუსთა საერთაშორისო კავშირის წევრი 2007 წლიდან გახდა. 2016 წელს ნოტარიუსთა საერთაშორისო კავშირის ევროპულ საქმეთა კომისიის მე-6 პლენარულ სხდომაზე საქართველო კავშირის ერთ-ერთ აქტიურ წევრ ქვეყნად გამოაცხადეს. საქართველოს ნოტარიუსთა პალატა სისტემატურად მონაწილეობს საერთაშორისო შეხვედრებსა და კონფერენციებში, ითვალისწინებს ლათინური ნოტარიატის კავშირის რეკომენდაციებს, მასპინძლობს საერთაშორისო კონფერენციებს.
2017 წლის მაისში ნოტარიუსთა საერთაშორისო კავშირის გენერალური საბჭოს სხდომაზე კი, რომელიც თბილისში ჩატარდა, საქართველოს ნოტარიუსთა პალატამ განხორციელებული რეფორმებისთვის ნოტარიუსთა საერთაშორისო კავშირისგან უმაღლესი შეფასება მიიღო. 
კანკუნში ნოტარიუსთა საერთაშორისო კავშირის გენერალური საბჭოს სხდომას ნოტარიუსი დავით ოყროშიძეც ესწრებოდა. იგი ნოტარიუსთა საერთაშორისო კავშირის გენერალური საბჭოს წევრია.


მომხმარებლებისათვის

გამოკითხვა

ყველა გამოკითხვა დასრულებულია

ნოტარიუსთა პალატის
ცხელი ხაზი
2 206 776

იუსტიციის სამინისტროს
გენერალური ინსპექციის
ცხელი ხაზი
2 405 599

ოქტომბერი
560
 
სოლიდარობის ფონდში