საქართველოს ნოტარიუსთა პალატის თავმჯდომარე საფრანგეთის ნოტარიატის უმაღლესი საბჭოს პრეზიდენტს შეხვდა

საქართველოს ნოტარიუსთა პალატის თავმჯდომარე მარიკა გოგოლაძე საფრანგეთის ნოტარიატის უმაღლესი საბჭოს პრეზიდენტს დიდიე  კუაფარს შეხვდა.
მარიკა გოგოლაძე მექსიკაში, ქ. კანკუნში ნოტარიუსთა საერთაშორისო კავშირის გენერალური საბჭოსა და წევრი ნოტარიატების საერთო კრებას ესწრება და სხდომების მუშაობაში მონაწილეობს.
შეხვედრის სურვილი ფრანგულმა მხარემ გამოთქვა. საფრანგეთის ნოტარიატის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ბლოკჩეინის სანოტარო აქტებთან კავშირითა და ონლაინ სანოტარო სერვისით დაინტერესდა. საქართველოს ნოტარიუსთა პალატის თავმჯდომარემ მას დეტალურად გააცნო ქართული ნოტარიატის მიღწევები, ბოლო წლებში გატარებული რეფორმები. საქართველო მსოფლიოში ჯერ კიდევ ერთადერთი ქვეყანაა, სადაც სანოტარო მოქმედება ონლაინში სრულდება, რაც საქართველოს მოქალაქეებისთვის ძალიან დიდი კომფორტია.
დიდიე  კუაფარმა სანოტარო საქმისწარმოებაში ელექტრონული ხელმოწერების  მნიშვნელობაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ საფრანგეთში ნოტარიუსთა უმრალვესობა უკვე ამ სერვისით სარგებლობს. აღსანიშნავია, რომ საქართველოს ნოტარიუსთა პალატაც გეგმავს ნოტარიატში ელექტრონული ხელმოწერების დანერგვას, რაც ასევე გაამარტივებს სანოტარო მომსახურების მიღებას.
გამოცდილების გაზიარების მიზნით, საფრანგეთის ნოტარიატის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ქართველი კოლეგა საფრანგეთში მიიწვია. მარიკა გოგოლაძემ დიდიე  კუაფარს საჩუქრად საქართველოს ნოტარიუსთა პალატის ლოგოს ფორმის მედალიონი გადასცა.
კანკუნში ნოტარიუსთა საერთაშორისო კავშირის გენერალური საბჭოს სხომას ნოტარიუსი დავით ოყროშიძეც ესწრება. იგი ნოტარიუსთა საერთაშორისო კავშირის გენერალური საბჭოს წევრია.

მომხმარებლებისათვის

გამოკითხვა

ყველა გამოკითხვა დასრულებულია

ნოტარიუსთა პალატის
ცხელი ხაზი
2 206 776

იუსტიციის სამინისტროს
გენერალური ინსპექციის
ცხელი ხაზი
2 405 599

ოქტომბერი
560
 
სოლიდარობის ფონდში