შეხვედრა ნოტარიუსთა პალატაში

საქართველოს ნოტარიუსთა პალატაში, ნოტარიუსის სადეპოზიტო ანგარიშზე თანხის განთავსების სერვისის გააქტიურების მიზნით, კიდევ ერთი შეხვედრა გაიმართა.

ნოტარიუსებმა იმსჯელეს იმ აქტივობებსა და მექანიზმებზე, რაც აღნიშნული სერვისის პრაქტიკაში დანერგვას შეუწყობს ხელს.

ნოტარიუსის სადეპოზიტო ანგარიშზე შესაძლებელია ფულისა და ფასიანი ქაღალდების შენახვა.

ნოტარიუსთა პალატამ, ბანკებთა მოლაპარაკების შედეგად, მიაღწია იმას, რომ ნოტარიუსის სადეპოზიტო ანგარიშის დაყადაღების შემთხვევაში, მოქალაქის მიერ დეპოზიტზე შენახული თანხას ყადაღა რა დაედება, რაც მოქალაქეთა ქონების უსაფრთხოების მეტად დაცვას განაპირობებს. უახლოეს მომავაში უკვე ყველა ნოტარიუსს ექნება გახსნილი ნომინალური მფლობელობის ანგარიში, სადაც განთავსდება მოქალაქეთა თანხები. აღნიშნული ანგარიშის გამოყენება გამორიცხავს მოქალაქეთა მიერ შენახულ თანხებზე საგადასახადო ინკასოს და/ან ყადაღის გავრცელებას.

აღნიშნული სანოტარო სერვისი განსაკუთრებით აქტუალურია გარიგების გაფორმების დროს.

მაგალითად, არის შემთხვევები, როცა  გაფორმებულია იპოთეკით უზრუნველყოფილი სესხის ხელშეკრულება, მოვიდა თანხის დაბრუნების დრო, მაგრამ მსესხებელი გამსესხებელს ვერ პოულობს, ან გამსესხებელი იმალება, არადა, ხელშეკრულებით განსაზღვრულია, რომ თანხის დაბრუნების ვადის გადაცილების შემთხვევაში მსესხებელს ჯარიმა ეკისრება. ასეთ შემთხვევაში, მსესხებელს შეუძლია, ნასესხები თანხა ნოტარიუსის სადეპოზიტო ანგარიშზე განათავსოს და ჯარიმა აღარ დაეკისრება.

ასევე, არის შემთხვევები, როცა ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმებისას,  მყიდველსა და გამყიდველს შორის წარმოიშობა დავა - მყიდველს არ სურს თანხის გადახდა ქონების უფლების რეგისტრაციამდე, ხოლო გამყიდველიც თანხის მიღებამდე თავს იკავებს ქონების რეგისტრაციისგან. ასეთ დროს მყიდველს შეუძლია, თანხა  ნოტარიუსის სადეპოზიტო ანგარიშზე შეინახოს და მშვიდად დაელოდოს ნაყიდი ქონების უფლების რეგისტრაციას. ამასთან, არც გამყიდველს შეექმნება იმისი საფრთხე, რომ კუთვნილ თანხას ვერ მიიღებს.


მომხმარებლებისათვის

გამოკითხვა

ყველა გამოკითხვა დასრულებულია

ნოტარიუსთა პალატის
ცხელი ხაზი
2 206 776

იუსტიციის სამინისტროს
გენერალური ინსპექციის
ცხელი ხაზი
2 405 599

ნოემბერი
560
 
სოლიდარობის ფონდში