საქართველოს ნოტარიუსთა პალატის გამგეობის თავმჯდომარე ახლად დანიშნულ ნოტარიუსებს შეხვდა

საქართველოს ნოტარიუსთა პალატის გამგეობის თავმჯდომარე მარიკა გოგოლაძე ახლად დანიშნულ ნოტარიუსებს შეხვდა.

საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით, კიდევ ხუთი ნოტარიუსი დაინიშნა საქართველოს შემდეგ მუნიციპალიტეტებში: ადიგენი, ბორჯომი, მცხეთა, სიღნაღი და კასპი.

ადიგენი ბოლო მუნიციპალიტეტი იყო, სადაც სანოტარო ბიურო არ მოქმედებდა. ბორჯომს, სიღნაღსა და კასპს, როგორც დიდ მუნიციპალიტეტებს, ორი ნოტარიუსი მოემსახურება. მცხეთაში, რომელიც 63 დასახლებას მოიცავს, სამი სანოტარო ბიურო იმოქმედებს.

საქართველოში უკვე აღარ დარჩა მუნიციპალიტეტი, სადაც სანოტარო მომსახურება ხელმისაწვდომი არ არის.

მარიკა გოგოლაძემ ახლად დანიშნულ ნოტარიუსებს დანიშვნა მიულოცა და აღნიშნა, რომ ნოტარიუსის თანამდებობის დაკავება დიდი პასუხისმეგბლობაა. მათ შანსი აქვთ, საკუთარ ქვეყანას ემსახურონ იმ დასახლებებში, სადაც ყველაზე მეტად არის ამისი საჭიროება.

ნოტარიუსებს ნოტარიატში დაგეგმილი სიახლეებიც გააცნეს. ნოტარიუსთა პალატის სასწავლო ცენტრში მათ ჩაუტარდებათ ტრენინგები მედიატორი და ავტორიზებული ნოტარიუსის ფუნქციის მისანიჭებლად.

ნოტარიუსები მედიატორის ფუნქციას 2013 წლიდან ასრულებენ სამოქალაქო დავებზე. 2016 წლის პირველი აგვისტოდან კი მედიატორი ნოტარიუსები აქტიურად ჩაერთნენ სასოფლო-სამეურნეო მიწების რეგისტარციის გამარტივების პროცესში და მათი დახმარებით უკვე 500-მდე დავა მოგვარდა.

2014 წლიდან კი, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს პარალელურად, ქონების უფლების რეგისტრაციას ნოტარიუსებიც ახორციელებენ. 


მომხმარებლებისათვის

გამოკითხვა

ყველა გამოკითხვა დასრულებულია

ნოტარიუსთა პალატის
ცხელი ხაზი
2 206 776

იუსტიციის სამინისტროს
გენერალური ინსპექციის
ცხელი ხაზი
2 405 599

ნოემბერი
560
 
სოლიდარობის ფონდში