ნოტარიუსის თამაშემწეთა მოსამზადებელი კურსი დაიწყო

საქართველოს ნოტარიუსთა პალატის სასწავლო ცენტრში ნოტარიუსის თამაშემწეთა მოსამზადებელი კურსი დაიწყო.

კურსის გავლის მსურველები ეუფლებიან სანოტარო კანონმდებლობას, სანოტარო მოქმედებების შესრულების წესებს, ტექნიკურ მხარეს, ასევე, მოქალაქეთა ეფექტური მომსახურების სტანდარტებს. შესაბამისად, კურსდამთავრებულები, რომელნიც შემდგომ სანოტარო ბიუროებში საქმდებიან, მოქალაქეებს კვალიფიციურ მომსახურებას უწევენ.

კურსდამთავრებულებს სანოტარო ბიუროებში დასაქმების რეალური შანსი აქვთ. მათი მონაცემები განთავსდება ნოტარიუსთა პალატის ვებგვერდზე, თანაშემწეების ელექტრონულ ბაზაში და შემდგომ ნოტარიუსები თანაშემწეებსს აღნიშნული ბაზიდან შეარჩევენ.

ნოტარიუსთა პალატის სასწავლო ცენტრმა სანოტარო ბიუროს თანაშმრომელთა მომზადება 2012 წლიდან დაიწყო. დღემდე ბევრი კურსდამთავრებული დასაქმდა, მათმა ნაწილმა, ნოტარიუსთა საკვალფიკაციო გამოცდის ჩაბარებისა და სტაჟირების გავლის შემდეგ, ნოტარიუსის თანამდებობაც დაიკავა.

წლეულს სწავლების 45 მსურველი დარეგისტრირდა.


მომხმარებლებისათვის

გამოკითხვა

ყველა გამოკითხვა დასრულებულია

ნოტარიუსთა პალატის
ცხელი ხაზი
2 206 776

იუსტიციის სამინისტროს
გენერალური ინსპექციის
ცხელი ხაზი
2 405 599

ნოემბერი
560
 
სოლიდარობის ფონდში