ახლად დანიშნულ ნოტარიუსებთან შეხვედრა გრძელდება
საქართველოს იუსტიციის მინისტრის მიერ სამი წლის წინათ დაწყებული ნოტარიატის რეფორმა წარმატებული აღმოჩნდა. სანოტარო მომსახურება უკვე ხელმისაწვდომია საქართველოს თითქმის ყველა მუნიციპალიტეტსა და დასახლებაში. მოსახლეობას სანოტარო სერვისების მიღება ზედმეტი დროისა და ხარჯის გაწევის გარეშე შეუძლია. მუნიციპალიტეტებსა და დასახლებებში დანიშნული ნოტარიუსებს კი ნოტარიუსთა პალატა მაქსიმალურად ეხმარება სანოტარო საქმიანობის ეფექტურად განხორციელებაში.
საქართველოს ნოტარიუსთა პალატის თავმჯდომარე მარიკა გოგოლაძე ნოტარიატის რეფორმის შედეგად დანიშნული ნოტარიუსების საქმიანობას ადგილზე ეცნობა. ამჯერად პალატის თავმჯდომარემ წყალტუბოს, ლენტეხისა და მესტიის სანოტარი ბიუროები მოინახულა.
სამივე მუნიციპალიტეტისთვის სანოტარო მომსახურება 2016 წლიდან არის ხელმისაწვდომი.
მესტიას ნოტარიუსი 2006 წლიდან არ ჰყავდა, ლენტეხს - 2011 წლიდან, წყალტოში კი - ერთწლიანი პაუზის შემდეგ დაინიშნა.
სასარგებლო ბმულები
მომხმარებლებისათვის
გამოკითხვა
ნოტარიუსთა პალატის
ცხელი ხაზი
2 206 776
იუსტიციის სამინისტროს
გენერალური ინსპექციის
ცხელი ხაზი
2 405 599