მარიკა გოგოლაძემ იმერეთის მხარის ნოტარიუსებს ნოტარიატში დაგეგმილი სიახლეები გააცნო

საქართველოს ნოტარიუსთა პალატის გამგეობის თავმჯდომარე მარიკა გოგოლაძე ამჯერად იმერეთის მხარის ნოტარიუსებს შეხვდა და ნოტარიატში დაგეგმილი სიახლეები გააცნო. ნოტარიუსთა პალატა მუშაობს სანოტარო დოკუმენტების შედგენისა და აკინძვის ტექნიკური წესების შეცვლაზე, რის შედეგადაც სანოტარო დოკუმენტი მეტად დაცული გახდება.

ნოტარიუსებმა მარიკა გოგოლაძეს საკუთარი საქმიანობა და პრობლემებიც გააცნეს და გამგეობის ხელძღვანელის მხრიდან სრული მხარდაჭერა მიიღეს.  

შეხვედრაზე სასოფლო-სამეურნეო მიწების რეგისტრაციის გამარტივების პროცესში მედიატორი ნოტარიუსების ჩართულობაზე ისაუბრეს. „სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის ფარგლებში, სასოფლო-სამეურნეო მიწებზე დავის მოგვარება მედიატორი ნოტარიუსების დახმარებით ხდება. აღნიშნული სერვისი უფასოა.

მოქალაქეები, მათ შორის იმერეთის მხარეში მცხოვრებნი, მედიატორ ნოტარიუსებს აქტიურად მიმართავენ. კანონის ამოქმედებიდან, 2016 წლის პირველი აგვისტოდან დღემდე უკვე 400-ზე მეტი დავა მორიგებით დასრულდა.


მომხმარებლებისათვის

გამოკითხვა

ყველა გამოკითხვა დასრულებულია

ნოტარიუსთა პალატის
ცხელი ხაზი
2 206 776

იუსტიციის სამინისტროს
გენერალური ინსპექციის
ცხელი ხაზი
2 405 599

ნოემბერი
560
 
სოლიდარობის ფონდში