ნოტარიუსის თანაშემწის სასწავლო კურსის გავლის მსურველთათვის საბუთების მიღება იწყება

საქართველოს ნოტარიუსთა პალატა იწყებს საბუთების მიღებას ნოტარიუსის თანაშემწის სასწავლო კურსის გავლის მსურველთათვის. კურსზე მისაღები რაოდენობა განისაზღვრა 50 კანდიდატით. ერთ ჯგუფში მისაღები კანდიდატების რაოდენობაა არაუმეტეს 25 კანდიდატისა. ჯგუფებისთვის სწავლება განხორციელდება განცხადებების დარეგისტრირების რიგითობის შესაბამისად. პირველი ჯგუფისთვის სწავლა დაიწყება 16 ოქტომბერს. მეორე ჯგუფში რეგისტრირებულ  კანდიდატებს ინფორმაცია გაეგზავნებათ ელექტრონულ ფოსტაზე.

სწავლება ხორციელდება ნოტარიუსთა პალატასთან არსებულ სასწავლო ცენტრში (მისამართი:  წერეთლის გამზირი 142, მეოთხე სართული) და მოიცავს თეორიულ და პრაქტიკულ სწავლებას. სწავლების  ხანგრძლივობაა 10 კვირა. სწავლების დრო: ორშაბათი, ოთხშაბათი, პარასკევი, 10:00 საათიდან 14:00 საათამდე.

სწავლების წარმატებით დასრულების შემთხვევაში თანაშემწეობის კანდიდატს  გადაეცემა შესაბამისი სერტიფიკატი სასწავლო ცენტრისგან. სერტიფიცირებული პირი დარეგისტრირდება ნოტარიუსის თანაშემწის ელექტრონულ მონაცემთა  ბაზაში. აღნიშნული ბაზიდან  კვალიფიციური თანაშემწის შერჩევას ახორციელებს უშუალოდ ნოტარიუსი.

სასწავლო კურსის ღირებულებაა  300 (სამასი)  ლარი.  თანხის  გადახდა  უნდა მოხდეს კანდიდატის მიერ სასწავლო კურსის დაწყების წინ.
საბუთების მიღება იწარმოება  მიმდინარე წლის  25 სექტემბრიდან და გარძელდება 4 ოქტომბრის ჩათვლით პერიოდში.  მსურველი კანდიდატის მიერ ქვემოთ მითითებული დოკუმენტაცია მიიღება მხოლოდ ელექტრონული ფორმით შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: assistant@notary.ge

საბუთების მიღების პირობები:

 


მომხმარებლებისათვის

გამოკითხვა

ყველა გამოკითხვა დასრულებულია

ნოტარიუსთა პალატის
ცხელი ხაზი
2 206 776

იუსტიციის სამინისტროს
გენერალური ინსპექციის
ცხელი ხაზი
2 405 599

ნოემბერი
560
 
სოლიდარობის ფონდში