ნოტარიუსთა პალატის გამგეობა პალატის ადმინისტრაციული ახალი ოფისის პროექტს ადგილზე გაეცნო

საქართველოს ნოტარიუსთა პალატის გამგეობის თავმჯდომარე და წევრები დღეს პალატის ადმინისტრაციული ახალი ოფისის პროექტს ადგილზე გაეცნენ.

ნოტარიუსთა პალატის ადმინისტრაციული ოფისის განთავსება ჯავახიშვილის №60-ში იგეგმება. პროექტი მაქსიმალურად ორიენტირებულია მოქალაქეთა მოთხოვნაზე -  კომფორტული  საკონსულტაციო  სივრცე, ადაპტირებული გარემო შშმ პირებისთვის (მინი ლიფტები, შესაბამისი მოწყობილობები  კიბის უჯრედებზე, ბილიკები და სასიგნალო მოწყობილობები უსინათლოებისთვის, საინფორმაციო სტენდები ბრაილის შრიფტით), უახლესი ტექნიკით აღჭურვილი საკონფერენციო დარბაზები, გაუმჯობესებული პირობები ნოტარიუსობის მსურველ სტაჟიორთა მოსამზადებლად.

ასევე, პროექტი ითვალისწინებს ტექნიკურ რეგლამენტს „შენობა-ნაგებობის უსაფრთხოების წესების“ დამტკიცების თაობაზე, რაც შეესაბამება ევროპავშირში მოქმედ ნორმებს. ეს ნორმები მოსალოდნელ რისკებს მაქსიმაურად ამცირებს.


მომხმარებლებისათვის

გამოკითხვა

ყველა გამოკითხვა დასრულებულია

ნოტარიუსთა პალატის
ცხელი ხაზი
2 206 776

იუსტიციის სამინისტროს
გენერალური ინსპექციის
ცხელი ხაზი
2 405 599

ნოემბერი
560
 
სოლიდარობის ფონდში