შეხვედრა ასპინძისა და ახალქალაქის ნოტარიუსებთან

საქართველოს ნოტარიუსთა პალატის გამგეობის თავმჯდომარემ მარიკა გოგოლაძემ დღეს ასპინძასა და ახალქალაქში ახლად დანიშნული ნოტარიუსები მოინახულა. 
ნოტარიუსები აღნიშნულ მუნიციპალიტეტებში იუსტიციის მინისტრის ინიციატივით განხორციელებული ნოტარიატის რეფორმის შედეგად დაინიშნენ. ასპინძაში სანოტარო ბიურო 2017 წელს, სამწლიანი პაუზის შემდეგ, ამოქმედდა. ახალქალაქს კი ამჟამად ორი სანოტარო ბიურო ემსახურება. მუნიციპალიტში მეორე ნოტარიუსის დანიშვნამ სანოტარო სერვისები უფრო ხელმისაწვდომი გახადა. 
მარიკა გოგოლაძე ნოტარიუსების საქმიანობას, პრობლემებს ადგილზე გაეცნო, შესაბამისი რეკომენდაციები მისცა და პალატის ხელმძღვანელობის მხრიდან მაქსიმალურად ხელის შეწყობას შეჰპირდა.


მომხმარებლებისათვის

გამოკითხვა

ყველა გამოკითხვა დასრულებულია

ნოტარიუსთა პალატის
ცხელი ხაზი
2 206 776

იუსტიციის სამინისტროს
გენერალური ინსპექციის
ცხელი ხაზი
2 405 599

ნოემბერი
560
 
სოლიდარობის ფონდში