მარიკა გოგოლაძემ ხაშურის მუნიციპალიტეტში მოქმედი ნოტარიუსები მოინახულა

საქართველოს ნოტარიუსთა პალატის გამგეობის თავმჯდომარემ მარიკა გოგოლაძემ ხაშურის მუნიციპალიტეტში მოქმედი ნოტარიუსები მოინახულა.

შეხვედრაზე სასოფლო-სამეურნეო მიწების რეგისტრაციის გამარტივების პროცესში მედიატორი ნოტარიუსების ჩართულობაზე ისაუბრეს. „სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის ფარგლებში, სასოფლო-სამეურნეო მიწებზე დავის მოგვარება მედიატორი ნოტარიუსების დახმარებით ხდება. აღნიშნული სერვისი უფასოა.

მოქალაქეები, მათ შორის ხაშურის მცხოვრებნი, მედიატორ ნოტარიუსებს აქტიურად მიმართავენ. კანონის ამოქმედებიდან, 2016 წლის პირველი აგვისტოდან დღემდე უკვე 350-ზე მეტი დავა მორიგებით დასრულდა.

12 სოფლის  (მანგლისი, ჯიმითი, არბოშიკი, არხილოსკალო, სალხინო, კარალეთი, ზარიძეები, ვედიდკარი, ლახამულა, საგურამო,  მზისგული, შუახევი) მოსახლეობას კი ნოტარიუსები ადგილზე გაუწევენ მომსახურებას, რაც მნიშვნელოვნად გაამარტივებს და დააჩქარებს მიწის რეგისტრაციის პროცესს.


მომხმარებლებისათვის

გამოკითხვა

ყველა გამოკითხვა დასრულებულია

ნოტარიუსთა პალატის
ცხელი ხაზი
2 206 776

იუსტიციის სამინისტროს
გენერალური ინსპექციის
ცხელი ხაზი
2 405 599

ნოემბერი
560
 
სოლიდარობის ფონდში