ნოტარიუსთა პალატის გამგეობის თავმჯდომარე ახლად დანიშნულ ნოტარიუსებთან შეხვედრებს განაგრძობს

საქართველოს ნოტარიუსთა პალატის გამგეობის თავმჯდომარე მარიკა გოგოლაძე მუნიციპალიტეტებში ახლად დანიშნულ ნოტარიუსებთან შეხვედრებს განაგრძობს. დღეს იგი ქარელში მოქმედი ნოტარიუსების საქმიანობას გაეცნო.

ქარელის მუნიციპალიტეტში ამჟამად ორი სანოტარო ბიურო მოქმედებს. მეორე ნოტარიუსი, საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით, 2016 წელს დაინიშნა, რამაც სანოტარო მომსახურება ადგილობრივი მოსახლეობისთვის სათანადოდ ხელმისაწვდომი გახადა.

იუსტიციის მინისტრის ინიციატივით დაწყებული სანოტარო რეფორმის შედეგად დღეს სანოტარო მომსახურება უკვე ხელმისაწვდომია საქართველოს მთელ ტერიტორიაზე. ნოტარიუსები დაინიშნენ იმ მუნიციპალიტეტებსა და დასახლებებში, სადაც სანოტარო სერვისები ხელმისაწვდომი არ იყო და სამი წლის განმავლობაში ემსახურებიან ადგილობრივ მოსახლეობას. 

ნოტარიუსთა პალატის გამგეობის თავმჯდომარემ ქარელში მოქმედ ნოტარიუსებს სანოტარო საქმიანობაში მაქსიმალურად ხელის შეწყობა აღუთქვა.

ნოტარიუსთა პალატა მუნიციპალიტეტში დანიშნულ ყველა ნოტარიუსს ფინანსურ და ტექნიკურ დახმარებას უწევს.


მომხმარებლებისათვის

გამოკითხვა

ყველა გამოკითხვა დასრულებულია

ნოტარიუსთა პალატის
ცხელი ხაზი
2 206 776

იუსტიციის სამინისტროს
გენერალური ინსპექციის
ცხელი ხაზი
2 405 599

ნოემბერი
560
 
სოლიდარობის ფონდში