ნოტარიუსთა პალატის გამგეობის თავმჯომარემ ნოტარიუსის თანამდებობის დაკავების მსურველ სტაჟიორებს სერტიფიკატები გადასცა

საქართველოს ნოტარიუსთა პალატის გამგეობის თავმჯომარემ მარიკა გოგოლაძემ ნოტარიუსის თანამდებობის დაკავების  მსურველ სტაჟიორებს სერტიფიკატები გადასცა.

ნოტარიუსთა პალატის სასწავლო ცენტრში სტაჟირების კურსი წარმატებით 16-მა სტაჟიორმა გაიარა. მათ ნაწილს ნოტარიუსთა საკვალიფიკაციო გამოცდაც ჩაბარებული აქვს.

სტაჟირება რვათვიანია და მოიცავს სწავლების თეორიულ და პრაქტიკულ კურსებს. სასწავლო ცენტრში სტაჟიორებმა  შეისწავლეს სანოტარო და მასთან დაკავშირებულ კანონმდებლობა, ასევე დაეუფლნენ მომსახურების ეფექტურ უნარ-ჩვევებსაც. პრაქტიკული სწავლება კი სანოტარო ბიუროებში და სხვადასხვა სახელმწიფო უწყებაში (საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო, აღსრულების ეროვნული სააგენტო, მომსახურების სააგენტო) გაიარეს.

ნოტარიუსთა პალატის სასწავლო ცენტრში სტაჟირების გავლა და ნოტარიუსთა საკვალიფიკაციო გამოცდის ჩაბარება აუცილებელი პირობებია ნოტარიუსის თანამდებობის დასაკავებლად.

იუსტიციის სამინისტროს მიერ განხორციელებული ნოტარიატის რეფორმის შედეგად, ნოტარიუსობის კანდიდატები დაინიშნებიან იმ მუნიციპალიტეტებსა და დასახლებაში,  სადაც სანოტარო მომსახურება სათანადოდ არ არის ხელმისაწვდომი. ისინი სამი წლის განმავლობაში მოემსახურებიან ადგილობრივ მოსახლეობას.


მომხმარებლებისათვის

გამოკითხვა

ყველა გამოკითხვა დასრულებულია

ნოტარიუსთა პალატის
ცხელი ხაზი
2 206 776

იუსტიციის სამინისტროს
გენერალური ინსპექციის
ცხელი ხაზი
2 405 599

ნოემბერი
560
 
სოლიდარობის ფონდში