ხობში სანოტარო ბიურო ამოქმედდა

ხობის მუნიციპალიტეტში ახლად დანიშნულმა ნოტარიუსმა პირველი სანოტარო მოქმედება შეასრულა. ნოტარიუსთა პალატის გამეგობის წევრმა მერაბ ფარჯიკიამ ახლად გახსნილი სანოტარო ბიურო მოინახულა და ნოტარიუსს პალატის მხრიდან მაქსიმალურად ხელის შეწყობა  აღუთქვა.

საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით, ნოტარიუსი ხობის მუნიციპალიტეტში ამა  წლის 10 ივლისს დაინიშნა. ყოფილმა ნოტარიუსმა 2017 წლის მარტიდან საპენსიო ასაკის გამო დატოვა თანამდებობა.

ადგილობრივი მოსახლეობისთვის სანოტარო სერვისები ისევ ხელმისაწვდომია. 2014 წელს დაწყებული ნოტარიატის რეფორმის შედეგად, მაღალმთიან დასახლებებსა და მუნიციპალიტეტებში, სადაც სანოტარო მომსახურება სათანადოდ ხელმისაწვდომი არ არის, ნოტარიუსები სამი წლის ვადით, სავალდებულო წესით, ინიშნებიან. დღეს უკვე სანოტარო ბიურო საქართველოს თითქმის ყველა დასახლებასა და მუნიციპალიტეტში მოქმედებს.


მომხმარებლებისათვის

გამოკითხვა

ყველა გამოკითხვა დასრულებულია

ნოტარიუსთა პალატის
ცხელი ხაზი
2 206 776

იუსტიციის სამინისტროს
გენერალური ინსპექციის
ცხელი ხაზი
2 405 599

ნოემბერი
560
 
სოლიდარობის ფონდში