აქცია: „სამართლებრივი რჩევები უფასოდ“ გრძელდება
დღეს ნოტარიუსთა პალატის გამგეობის წევრი მერაბ ფარჯიკია და ადგილობრივი ნოტარიუსები მოსახლეობას ორსანტიას საზოგადოებრივ ცენტრში შეხვდნენ.
ნოტარიუსებმა ადგილობრივ მოსახლეობას გააცნეს საკუთარ უფლებები და ვალდებულებები გარიგებების გაფორმების, მემკვიდრეობის მიღების დროს. რა უნდა იცოდნენ, იმისთვის, რომ არ დაზარალდნენ, არ დაკარგონ ქონება, შეეძლოთ საკუთარი უფლებების დაცვა. მოსახლეობა სამართლებრივ კონსულტაციებს მათთვის საინტერესო სხვა საკითხებზეც მიიღებს.
აქციის მიზანია მოსახლეობის სამართლებრივი ცნობიერების ამაღლება. ქონების დაკარგვის, გარიგებების შედეგად დაზარალების ერთ-ერთ მთავარ მიზეზს სამართლებრივი საკითხების, ხშირად ელემენტარულისაც, არცოდნა წარმოადგენს. მოქალაქეებმა ხშირად არ იციან, რა უფლებები აქვთ მემკვიდრეობაზე, როგორ და რა ვადაში უნდა მიიღონ სამკვიდრო მოწმობა, რომელი ხელშეკრულების გაფორმება სჯობს, იმისთვის, რომ მათი ქონება მეტად იყოს დაცული, რა ქონებრივი უფლებები აქვთ ქორწინების განმავლობაში ან განქორწინებისას...
აქცია 14 ივლისიდან დაიწყო, ოქტომბრამდე გაგრძელდება და საქართველოს თითქმის ყველა მუნიციპალიტეტს მოიცავს. სამართლებრივი კონსულტაციები უკვე მიიღეს ქობულეთის, ჩაქვის, გურჯაანის, ლაგოდეხის, თეთრიწყაროს, გარდაბნის, ახალციხის, წყალტუბოს, გორისა და ოზურგეთის მცხოვრებლებმა.
სასარგებლო ბმულები
მომხმარებლებისათვის
გამოკითხვა
ნოტარიუსთა პალატის
ცხელი ხაზი
2 206 776
იუსტიციის სამინისტროს
გენერალური ინსპექციის
ცხელი ხაზი
2 405 599