შეხვედრა ონსა და ამბროლაურში დანიშნულ ნოტარიუსებთან
საქართველოს ნოტარიუსთა პალატის გამგეობის თავმჯდომარე მარიკა გოგოლაძე ამბროლაურსა და ონში დანიშნულ ნოტარიუსებს შეხვდა.
აღნიშნულ მუნიციპალიტეტებში ნოტარიუსები საქართველოს იუსტიციის მინისტრის მიერ განხორციელებული ნოტარიატის რეფორმის შედეგად, 2016 წელს დაინიშნენ.
ონს ნოტარიუსი 2011 წლიდან არ ჰყოლია, ამბროლაურს კი - 2013 წლიდან. ნოტარიუსები მუნიციპალიტეტებს სამი წლის განმავლობაში მოემსახურებიან. ნოტარიატის რეფორმის შედეგად, დღეს სანოტარო მომსახურება საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტსა და დასახლებაში ხელმისაწვდომია.
ნოტარიუსთა პალატის ხელმძღვანელობა ახლად დანიშნულ ნოტარიუსებს მომავალშიც სისტემატურად შეხვდება. აქტიური თანამშრომლობა მნიშვნელოვანია მუნიციპალიტეტებში სანოტარო საქმიანობის სრულფასოვნად განხორციელებისთვის.
სასარგებლო ბმულები
მომხმარებლებისათვის
გამოკითხვა
ნოტარიუსთა პალატის
ცხელი ხაზი
2 206 776
იუსტიციის სამინისტროს
გენერალური ინსპექციის
ცხელი ხაზი
2 405 599